ევროპული მემკვიდრეობის ჰაბის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულთა შორის საქართველოდან წარდგენილი პროექტებიც მოხვდა

ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებულმა საპილოტე პროექტმა, ევროპული მემკვიდრეობის ჰაბმა მცირე გრანტების სქემაში ევროკავშირის 11 მეზობელი ქვეყნიდან წარდგენილ კულტურული მემკვიდრეობის პროექტთა შორის 14 გამარჯვებული გამოაცხადა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ მართულ ამ ინიციატივებს დაახლოებით 250,000 ევრო გამოეყოფათ. თანხა მცირე, საშუალო და მსხვილმასშტაბიან გრანტებად გადანაწილდება.
მიმდინარე წლის იანვარში გამოცხადებული მცირე გრანტების სქემა ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში) სამოქალაქო საზოგადოების მიერ მართულ კულტურული მემკვიდრეობის პროექტებს უჭერს მხარს. მისი მიზანია, გააძლიეროს მათი შესაძლებლობები ევროპის მწვანე, ციფრული და სოციალური ტრანსფორმაციის შესაბამისად და ხელი შეუწყოს მშვიდობას, სტაბილურობას, დაზავებასა და კულტურათაშორის და რელიგიათაშორის დიალოგს. 2024 წლის იანვრიდან მარტამდე გამოცხადებულ კონკურსში 600 განაცხადი შევიდა.
შერჩეული პროექტები გამოკვეთს ევროპული საზიარო კულტურული მემკვიდრეობის გადამწყვეტ როლს ევროკავშირის გაფართოების პროცესში. ეს ინიციატივები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობის განვითარება, საგანმანათლებლო აქტივობები, ინვენტარიზაცია, მონუმენტებისა და ძეგლების რუკების შედგენა და ომით განადგურებული ქალაქების აღდგენა.
კონკურსში საქართველოდან წარდგენილი შემდეგი პროექტები შეირჩა:
- თრუსოს ხეობის კულტურული მემკვიდრეობის გაციფრულება და ინვენტარიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია „ლომეკი“, საქართველო:
თრუსოს ხეობის ძეგლების შესანარჩუნებლად საჭიროა ტერიტორიის სრული ინვენტარიზაცია და მათთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სტატუსის მინიჭება. ძეგლებზე ციფრული წვდომისათვის შეიქმნება ვებსაიტი, სადაც მათზე არსებული ინფორმაცია განთავსდება. პროექტის განხორციელებასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროცესში ადგილობრივი თემი ჩაერთვება.
- კავკასიის ტრადიციულ ნაგებობათა აღდგენა (CTBR), „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი:
საპილოტე პროექტის მიზანია, განავითაროს სამხრეთ კავკასიის ტრადიციული არქიტექტურა და ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება თიხისა და ხის მსგავსი მდგრადი მასალის გამოყენებას მიანიჭოს. ინიციატივა ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას, კულტურათაშორის კავშირს და ტრადიციულ სახლებში ცხოვრების ნორმალიზებას. ამას გარდა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ევროპული მდგრადი მეთოდოლოგიების გამოყენება, რაც რეგიონთაშორის თანამშრომლობის მაგალითიც გახდება.
სქემას ევროპული მემკვიდრეობის ჰაბის პროექტის ლიდერი, ევროპა ნოსტრა, ჰაბის კონსორციუმის სხვა წევრებთან თანამშრომლობით მართავს. ის ფონდის, ALIPH Foundation-ის მიერაა თანადაფინანსებული.
დამატებითი ინფორმაცია
ნანახია: 563
მსგავსი სიახლეები

ჩინელი, ირანელი და რუსი დიპლომატები აღადგენენ ბირთვულ მოლაპარაკებებს
ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ პარასკევს გამართული შეხვედრების მიზანი იყო

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფოლადისა და ალუმინის ტარიფები ძალაში შედის გლობალური სავაჭრო ომის გამ
ტრამპის გადაწყვეტილება უზრუნველყოფს გლობალური ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი

მარკო რუბიო - დღეს კარგი დღე იყო მშვიდობისთვის, ჩვენ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით უკრაინაში მდგრადი მშვ
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი

ჩინეთი, ირანი და რუსეთი მარტში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს გამართავენ
ერთობლივი წვრთნების პროგრამა მოიცავს სავარჯიშო მოქმედებებს საზღვაო სამიზნეების განადგურების

ეგვიპტის ქალაქ ლუქსორში მდებარე ჰატშეფსუტის ტაძარში ახალი არტეფაქტები აღმოაჩინეს
პრეს-კონფერენციაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ლუქსორის გუბერნატორი აბდულმუთალიბ ამარა
clickss