2024-07-27

11:58

Boeing-მა კოსმოსში პირველად გაგზავნა შატლი Starliner-ი

მსოფლიო
07-06-2024 10:58

ამერიკულ,ა კორპორაცია Boeing-მა კოსმოსში პირველად გაგზავნა შატლი Starliner-ი, რომელმაც ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის სამმართველოს (NASA) ორი ასტრონავტი გადაიყვანა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

Starliner-ი, ნასას ორი ასტრონავტით, ფლორიდაში მდებარე კეიპ კანავერალიდან გუშინ, ადგილობრივი დროით 10.52 საათზე გაუშვეს. ასე დაიწყო Starliner-ის პირველი ეკიპაჟიანი ფრენა.

Starliner-ის ბორტზე მყოფი NASA-ს ასტრონავტები ბუჩ ვილმორი და სანი უილიამსი დაახლოებით ერთ კვირას გაატარებენ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.

აღინიშნა, რომ თუ ფრენა წარმატებული იქნება, NASA-მ შესაძლოა დაუშვას Starliner-ის რეგულარული ფრენები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.

ბოლო წუთების პრობლემებმა Starliner-ს პირველ ორ ეკიპაჟიან გაშვების მცდელობას ხელი შეუშალა.

მსგავსი სიახლეები

2024-07-24 15:34
მსოფლიო

კამალა ჰარისმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პირველი მიტინგი გამართა

მან მადლობა გადაუხადა ბაიდენს ნდობისთვის და კანდიდატად წარდგენისთვის და განაცხადა, რომ არ გაუცრუებს ამ ნდობას და მოიგებს

2024-07-23 15:31
მსოფლიო

ხავიერ კოლომინა სამხრეთ სამეზობლოში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნება

ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალურ მდივნად მსახურობდა

2024-07-23 12:18
მსოფლიო

დაძაბულობა რუსეთ-ამერიკას შორის ბარენცის ზღვაზე

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების კუთვნილი საბრძოლო თვითმფრინავები Mig-29 და Mig-31

2024-07-22 12:25
მსოფლიო

ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის გაფართოებას 2024-2029 წლებში ახალი კომისიის „ძირითად პრიორიტეტად“ ასახელ

სამომავლო პრიორიტეტებს შორის ფონ დერ ლაიენმა დაასახელა უკრაინის მხარდაჭერა „რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“

2024-07-22 11:19
მსოფლიო

მზად არის თუ არა დაბერების საწინააღმდეგო პრეპარატი?

კვლევის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის და სინგაპურის სამეცნიერო ჯგუფმა პირველად მოახდინეს გენმოდიფიცირებული ლაბორატორიული თაგვებ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები