ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი - მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს, მკაცრად დაგმონ LGBTI-ფობია ან სხვა დისკრიმინაციული რიტორიკის გამოყენება საარჩევნო კამპანიაში

შეშფოთებული ვარ ახლანდელი პოლიტიკური დისკურსით საქართველოში, რომელიც გამოწვეულია პარტია „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისა და ახალი საკონსტიტუციო კანონის, „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ მიღების ინიციატივით, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა განაცხადა.
„ეს არის ამსახველი იმ ძლიერი და დამაზიანებელი სტერეოტიპების და ცრუწმენების LGBTI ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც ჯერ კიდევ ჭარბობს ქართულ საზოგადოებაში, მათ შორის, ზოგიერთ პოლიტიკოსშიც. ამას შეუძლია, ძლიერი, ნეგატიური გავლენა მოახდინოს LGBTI ადამიანთა უფლებებზე, უსაფრთხოებასა და კარგად ყოფნაზე, ასევე მათ უფლებადამცველებზე. ეს ასევე წარმოადგენს LGBTI-ფობიის პოლიტიკურ მანიპულაციას წინასაარჩევნოდ, რომელიც ადრე მე უკვე განვიხილე და მას ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც კანონის უზენაესობასა და ყველანაირი ადამიანის უფლებების პატივისცემაზეა დამყარებული.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ LGBTI ადამიანები კვლავ რჩებიან სიძულვილის, დანაშაულების და გავრცელებული დისკრიმინაციის სამიზნეები საქართველოში, ისევე როგორც რეგულარულ შემთხვევებში, როდესაც LGBTI ადამიანებს ეკრძალებათ მშვიდობიანი შეკრების უფლება. მე არაერთხელ მოვუწოდე საქართველოს ხელისუფლებას, შეინარჩუნოს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა და პრაქტიკა ყველა ფორმის დისკრიმინაციის მიმართ, ისევე როგორც LGBTI ადამიანების მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის წაქეზებისკენ. ბოლო თვეებში მე ვაკვირდებოდი მზარდ სტიგმატიზებულ რიტორიკას, რომელსაც რამდენიმე პოლიტიკოსი იყენებდა იმისთვის, რომ დაეკნინებინათ ადამიანთა უფლებადამცველების და სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმური მუშაობა.
ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ პატივი სცნენ ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებებს, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის LGBTI ადამიანების უფლებების დაცვასა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისა და ადამიანის უფლებადამცველთათვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას. მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს, მკაცრად დაგმონ LGBTI-ფობია ან სხვა დისკრიმინაციული რიტორიკის გამოყენება საარჩევნო კამპანიაში.
სოლიდარობას ვუცხადებ ყველას, ვინც მხარს უჭერს და იცავს ქართული საოზგადოების ყველა წევრის ადამიანთა უფლებებს, მათ შორის LGBTI ადამიანების და იმათი, ვინც მუშაობენ მშვიდობიანი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის, რომელიც ერთგულია თანასწორობისა და ადამიანური ღირსებების“, – აღნიშნულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებაში.
ნანახია: 753
მსგავსი სიახლეები

უკრაინა 170 მილიარდი დოლარის ახალი SAFE პროგრამით ევროკავშირის თავდაცვით ძალისხმევას უერთდება
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბლოკის თავდაცვის სექტორის გასაძლიერებლად 150 მილიარდი

კიმ ჩენ ინს, უკრაინაში რუსეთის დახმარების გამო, შესაძლოა ომის დანაშაულში დასდონ ბრალი
ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, შესაძლოა ბრალი წაუყენონ ომის დანაშაულში ჰააგაში

ავსტრალიამ განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ტანკებს გაუგზავნის
მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკამ საბოლოოდ დაიწყო გრძელი საზღვაო მგზავრობა ბრძოლის ველისკენ, აშშ-ის

თურქეთი იმედოვნებს, რომ სტამბოლის მოლაპარაკებები უკრაინა-რუსეთის მშვიდობისთვის ახალ ფურცელს გადაშლის
ფიდანმა დაამატა, რომ შეხვედრა ასევე მოამზადებს ნიადაგს ნატოს ივნისში ჰააგაში დაგეგმილი სამიტისთვის

ხამენეის მრჩეველი: ირანმა შეიძლება დათმოს გამდიდრებული ურანი აშშ-თან შეთანხმების ფარგლებში
ამერიკული მედიის ცნობით, ოთხშაბათს ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის მრჩეველმა ალი შამხანიმ
clickss