ნატოს სამხედრო წვრთნები „მტკიცე დამცველი 2024“ დაიწყო!

ნატოს ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები ცივი ომის პერიოდის შემდეგ (1947-1991 წწ.) „მტკიცე დამცველი 2024“ დაიწყო. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ნატოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) სადესანტო გემი USS Gunston Hall ვირჯინიის შტატში მდებარე ნორფოლკიდან გაემგზავრა და მთელი რიგი ოპერაციების შემდეგ მიაღწევს ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ წვრთნების ფარგლებში კანადის შტატ ახალი შოტლანდიის ჰალიფაქსიდან ფრეგატი HMCS Charlottetown გაემგზავრება ევროპაში ამ თვეში და რომ ალიანსი თავისი ძალების ჩრდილოეთ ამერიკიდან ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს გადაყვანით გამოავლენს თავის შესაძლებლობებს გააძლიეროს ევროატლანტიკური რეგიონი.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ წვრთნები, რომელშიც დაახლოებით 90 ათასი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას ნატოს 31 წევრი და კანდიდატი ქვეყნიდან შვედეთიდან, მაისის ბოლომდე გაგრძელდება.
ცივი ომის შემდგომი ნატოს ყველაზე დიდი წვრთნები გერმანიაში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჩატარდება და რუსეთთან ომის შესაძლო სცენარებს მოიცავს.
ნატოს ბოლო დიდი წვრთნები ცივი ომის დროს იყო "REFORGER"-ი, რომელიც ჩატარდა 1988 წელს 125 ათასი მონაწილით.
ნანახია: 376
მსგავსი სიახლეები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განცხადებას
ტრამპი არ შეხებია შეხვედრის დეტალებს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი რაც შეიძლება მალე

დანია უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე განსხვავებულ პოზიციას იკავებს ამერიკის შეერთებული შტატე
პოლსენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას: ჩემი აზრით, 2025 წელს

დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
დონალდ ტრამპმა Fox News-ის არხზე რუსეთ-უკრაინის ორწლიან ომთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა

ჩინური მედია თურქეთის თავდაცვის მრეწველობაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს
სტატიაში აღნიშნულია, რომ ახალ გემში ადგილობრივი წარმოების კომპონენტების წილი, TCG Anadolu-სთან

პანამა ტოვებს ჩინეთის „სარტყელი და გზა“ ინიციატივას
მულინომ, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება მთლიანად მისია, განაცხადა
clickss