2024-12-01

21:08

გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს ახლად დანიშნული მინისტრი მკურნალობის დაფინანსების საკითხის განხილვას დაჰპირდა

ჯანდაცვა
20-05-2024 13:32

როდის ამოქმედდება პროგრამა რეგიონებში?!

გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები რეგიონებში მკურნალობის ხელმისაწვდომობისა და სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების მოთხოვნით  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს შეხვდნენ.

2022 წელს, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  რეგიონში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობის დაფინანსებაზე, თუმცა პროცესი დღემდე არ დაძრულა და ადამიანები კვლავ დაფინანსების მოლოდინში არიან. მკურნალობასთან დაკავშირებული დანაპირების შეხსენებისა და მინისტრთან პირისპირ გასაუბრების მოთხოვნით, 13 მაისს მრავლობითი სკლეროზის ფონდის - მს საქართველოს წარმომდგენლებმა სამინისტროში წერილი შეიტანეს. შეხვედრა ამავე დღეს, სპონტანურად განხორციელდა და პაციენტებს მიხეილ სარჯველაძე შესაბამის უწყებებთან ერთად საკითხის უმოკლეს ვადაში, განხილვას დაჰპირდა.

" ჩვენ შევხვდით მინისტრს, ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, რომელსაც წარვუდგინეთ ჩვენი ძირითადი პრობლემები და საკითხები. მთავარი თემა რეგიონში მცხოვრები პაციენტების დაფინანსება იყო. თბილისს და აჭარაში გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობა სრულიად ფინანსდება და ჩვენი მიზანია, რომ რეგიონებში მცხოვრები პაციენტები იღებდნენ ადეკვატურ მკურნალობას. აუცილებელია, რომ მათი მხარდაჭერა სწრაფად განხორციელდეს, რადგან დაავადება ყოველდღე პროგრესირებს და ადამიანებს ქმედით უნარებს აკარგვინებს. მინისტრი დაგვპირდა, რომ უახლოს პერიოდში დაგვიბრუნებს უკუკავშირს. ვიმედოვნებთ, რომ რეგიონების პაციენტებიც შეძლებენ მშვიდ და სრულფასოვან ცხოვრებას", - განმარტავს “მრავლობითი სკლეროზის საქართველოს ფონდის“ დირექტორი  ქეთევან ვარსიმაშვილი და აღნიშნავს, რომ  წინააღმდეგ შემთხვევაში, პაციენტები აქციის გამართვას არ გამორიცხავენ.

"მინისტრი გულისხმიერად მოეკიდა რეგიონებში მცხოვრები პაციენტების დაფინანსების საკითხს. მე გამიმართლა, რომ ვარ თბილისის პაციენტი და თბილისის მერია უზრუნველყოფს მკურნალობის  დაფინანსებას. თუმცა, მიჭირს თვალებში შევხედო რეგიონში მცხვორებ პაციენტებს, რომლებიც საკუთარი თავის იმედად არიან დარჩენილები. მინისტრმა მოისმინა ჩვენი პრობლემები და დაგვპირდა, რომ რეგიონებში მცხოვრები პაციენტების დაფინანსების საკითხს მაქსიმალურად შეისწავლის.  30 მაისი გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღეა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ დროისთვის გაცემული ბრძანება აღსრულებაში მოვა“, - აღნიშნავს გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტი,  მაია მგელაძე.

საქართველოში, წლების განმავლობაში გაფანტული სკლეროზის მკურნალობის მიმართულებით, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა: 2021 წლიდან დედაქალაქის მერიამ და აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პაციენტებისთვის მკურნალობა ხელმისაწვდომი გახადა. 2022 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოიცა ბრძანება საქართველოს სხვა რეგიონებში მკურნალობის დაფინანსების შესახებ, თუმცა, ამ დრომდე, პროგრამა ამოქმედებული არ არის და საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პაციენტები, თბილისისა და აჭარის გარდა, მკურნალობის გარეშე, ყოველდღიურად კარგავენ ქმედით უნარებს.

#ნუგანგვასხვავებთ, - დაუშვებელია პაციენტების დისკრიმინაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გაფანტული სკლეროზის მქონე პირი არ უნდა გახდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მხოლოდ იმის გამო, რომ არ ცხოვრობს თბილისსა და აჭარაში. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა ქვეყანაში და მსოფლიოში დამკვიდრებულ მკურნალობის სტანდარტებზე“ - ნათქვამია მინისტრის სახელზე გავრცელებულ წერილში.

30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა

ყოველწლიურად, 30 მაისს, მთელს მსოფლიოში, აღინიშნება, გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღე, რომლის მიზანს, ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მისი დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა  წარმოადგენს. საქართველო, 2018 წლიდან შეუერთდა და აღნიშნავს გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს. 

 

https://worldmsday.org/

 

მსგავსი სიახლეები

2024-11-26 14:03
ჯანდაცვა

აღმოჩენილია კავშირი COVID-ის ინფექციასა და სიმსივნის ზომის შემცირებას შორის

მეცნიერების თქმით, ეს სპეციალური უჯრედები, რომლებიც ცნობილია როგორც "სტიმულირებადი

2024-11-15 16:16
ჯანდაცვა

„გოგოები მოქმედებენ“ - პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა გოგონებისა და ბიჭების გაძლიერებას

გარდა ზემოაღნიშნულისა, 2022 წლიდან AHF საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ

2024-11-14 16:08
ჯანდაცვა

შიდსის ჯანდაცვის ფონდი AHF საქართველო - როცა თქვენი ჯანმრთელობა პრიორიტეტია!

AHF საქართველოში ფუნქციონირებს ახალგაზრდული ცენტრი, რომლის მიზანია ახალგაზრდებს შეუქმნას უსაფრთხო, კომფორტული სივრცე,

2024-11-06 14:51
ჯანდაცვა

PSP-ს ბლოგი: გრიპი — ყველაფერი, რაც ინფექციის შესახებ უნდა ვიცოდეთ!

საწყის სტადიაზე გაციებისა და გრიპის ერთმანეთისგან გარჩევა შეიძლება რთული იყოს — ორივე მათგანი რესპირატორული დაავადებაა.

2024-10-21 10:19
ჯანდაცვა

დაფინანსების შემთხვევაში, უამრავი ადამიანი მხედველობას შეინარჩუნებს - რას ითხოვენ პაციენტები და ექიმ

ანა ფარულავას თქმით, უსახსრობის გამო მკურნალობის ბოლომდე მიყვანას პაციენტების ნახევარზე მეტი ვერ ახერხებს, რადგან ხშირ შემთხვევაში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები