2025-03-19

19:59

ბათუმში ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა: ოფთალმოლოგიური დაავადებების თანამედროვე მკურნალობა და მიდგომები

ჯანდაცვა
03-03-2024 19:07

ბათუმში,  სამეცნიერო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართება თემაზე: „ოფთალმოლოგიური დაავადებების თანამედროვე მკურნალობა და მიდგომები“.

კონფერენციაზე განხილული იყო ისეთი აქტუალური პრობლემები, როგორიც არის ბადურის დაავადებებთან ასოცირებული მხედველობის დაქვეითება/კარგვა, მისი  მართვა მსოფლიოსა და  საქართველოში,  მკურნალობის ხელმისაწვდომობა და სხვა. ღონისძიება მხედველობაზე ზრუნვის საინფორმაციო კამპანიის „სულ რომ გვხედავდე“ ფარგლებში მოეწყო, რომელიც კომპანია „როშ ჯორჯიას“ მხარდაჭერით დაიწყო.

კონფერენციას ესწრებოდნენ და მონაწილეობდნენ  ოფთალმოლოგიური სფეროს წარმომადგენლები  და სხვა დაინტერესებული მხარეები.

ღონისძიება  „როშ ჯორჯიას“  ოფთალმოლოგიის ეკოსისტემის პარტნიორმა მარიამ სურგულაძემ გახსნა და ისაუბრა კომპანია როშის როლსა და მიღწევებზე ოფთალომოლოგიური მიმართულებით, ასევე ოფთალმოლოგიური დაავადებების, კერძოდ,  ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია და დიაბეტური მაკულარული შეშუპება, თანამედროვე მიდგომებსა და მკურნალობის მეთოდებზე.

ბადურის დაავადებებზე, რისკ-ფაქტორებზე, მათ სიმპტომებზე, დიაგნოსტიკასა  და თანამედროვე მკურნალობის მეთოდებზე ისაუბროფთალმოქირურგმა კახა შარაშიძე, რომელმაც ასევე წარმოადგინა  იმ  პაციენტების მნიშვნელოვანი ისტორიები, რომლებიც უკვე მკურნალობენ   უახლესი და ინოვაციური მედიკამენტით ვაბისმოს (ფარისიმაბი).

შეგახსენებთ, რომ აჭარის რეგიონში მცხოვრები  ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის და დიაბეტური მაკულარული შეშუპების მქონე პაციენტების მკურნალობა, კერძოდ, ახალი თაობის ანტიანგიოგენური მედიკამენტის ინტრავიტრეალური შეყვანის გზით,   2024 წლიდან ფინანსდება.რაც შეეხება დანარჩენ რეგიონს,  საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიმართულებით ფინანსდება მხოლოდ ქირურგიული ჩარევები, და   არა ის თანამედროვე მკურნალობა და მიდგომები, რომელიც საგრძნობლად და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის მხედველობას და მისი ცხოვრების ხარისხს. აჭარის რეგიონის მიღმა დარჩენილი მხედველობის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის თანამედროვე მედიკამენტით მკურნალობა ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არ არის.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია.

ცნობისათვის, მხედველობა ერთ-ერთია იმ მგრძნობელობით ფუნქციათა შორის, რომლითაც სამყაროს შეცნობას ვახდენთ, შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სწორედ მისი შენარჩუნებაა. მხედველობა მრავალი მიზეზით შეიძლება დაქვეითდეს, სხვადასხვა დაავადებამ კი შესაძლოა სრული დაბრმავება გამოიწვიოს, რაც ხშირ შემთხვევაში უკავშირდება დიაბეტსა და სიბერეს. იმისთვის, რომ სულ ვხედავდეთ ერთმანეთს, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ მივაქციოთ ჩვენს თვალებს ყურადღება.

სწორედ ამიტომ, შარშან  სტარტი აიღო მხედველობაზე ზრუნვის საინფორმაციო კამპანია, სახელწოდებით #სულრომგვხედავდე, რომელიც ხელს შეუწყობს ოფთალმოლოგიური დაავადებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მკურნალობის ხელშეწყობას.

ვაბისმო (ფარისიმაბი)  არის პირველი და ერთადერთი ბისპენციური ანტისხეული, რომელიც ერთდროულად ბლოკავს ბადურის დაავადებების განვითარების ორ გზას (VEGF და Ang -2) და უზრუნველყოფს სისხლძარღვთა სტაბილურობას, რის არქონაც უხშირეს შემთხვევაში მხეველობის კარგვის/დაქვეითების მიზეზია. ვაბისიმო აუმჯობესებს მხედველობას პაციენტებში ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის სველი ფორმით და დიაბეტური მაკულარული შეშუპებით. ვაბისმო (ფარისიმაბი), ბადურის დაავადებების სამკურნალო პირველი და ერთადერთი ბისპეციფიური ანტისხეულია, რომელიც უზრუნველყოფს დაავადების განვითარებაში მონაწილე ორი გზის ბლოკირებას. პრეპარატი ნაჩვენებია ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის სველი ფორმის და დიაბეტური მაკულარული შეშუპების სამკურნალოდ, რომლებიც მხედველობის კარგვის ძირითადი მიზეზია  და  მსოფლიოში 40 მილიონ ადამიანზე მეტს აღენიშნება.

მსგავსი სიახლეები

2025-03-19 13:16
ჯანდაცვა

ჟურნალი ავერსი: ლუდომანია, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება – ავადმყოფობა თუ მავნე ჩვევა?

ლუდომანია, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, რომელიც მოიცავს მოთამაშის დაკარგულ წლებს

2025-03-14 16:04
ჯანდაცვა

PSP-ს ბლოგი: როგორ დავაფიქსიროთ მაკიაჟი მთელი დღის განმავლობაში?

პროდუქტი სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ მაკიაჟი იყოს მდგრადი, ხოლო კანი გამოიყურებოდეს

2025-03-07 15:50
ჯანდაცვა

PSP-ს ბლოგი: შეარჩიე საუკეთესო საჩუქარი ქალთა დღისთვის — იზრუნე შენი საყვარელი ადამიანის სილამაზეზე

ეს სასაჩუქრე ნაკრები იდეალური არჩევანია ქალებისთვის, რომლებსაც კანის პროფესიონალურად მოვლა

2025-03-03 14:21
ჯანდაცვა

„მეტი ვიდრე წარმოგიდგენია“ - 28 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს მეთექვსმეტედ

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 28 თებერვლის საღამოს თბილისის ანძა ამ დღის აღსანიშნავ ფერებში განათდა

2025-02-27 16:40
ჯანდაცვა

„მეტი ვიდრე წარმოგიდგენია“ - 28 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს მეთექვსმეტედ

ღონისძიებას დაესწრებიან ექიმები, პაციენტები, პაციენტების ოჯახის წევრები, სამთავრობო სექტორისა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები