4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა - „სრულფასოვანი მკურნალობა, უწყვეტი ზრუნვა“
„ერთმანეთის თანადგომამ ყველა მოქალაქისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სრულფასოვანი მკურნალობა შესაძლებელი გახადა“
6 თებერვალს, 17:00 საათზე, თბილისის საკრებულოს სადღესასწაულო დარბაზში (მის: თავისუფლების მოედანი #2) კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება კამპანიის „სრულფასოვანი მკურნალობა - უწყვეტი ზრუნვა“ ფარგლებში ეწყობა, რომელის მიზანს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი და სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
ღონისძიება კავკასიის ონკოსაზოგადოება H.O.P.E-ისა და პაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ ეგიდით გაიმართება და მოწვეულნი არიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, სპეციალისტები, ექიმები, პაციენტები და მხარდამჭერები.
შეხვედრის მიზანია „ევროპა დონა საქართველოს“ მხრიდან მადლიერების გამოხატვა ყველა იმ სახელმწიფო უწყების, ორგანიზაციის, ბიზნესკომპანიისა და მედიასაშუალების მიმართ, რომელთა თანადგომამ ყველა მოქალაქისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სრულფასოვანი მკურნალობა შესაძლებელი გახადა, სიცოცხლის შანსი მიეცა უამრავ ადამიანს. ამასთან ღონისძიებაზე მოხდება საქართველოში ონკოლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობის ათწლიან ისტორიას, დღეს არსებულ მდგომარეობას და გამოწვევებს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვა ყველა მოქალაქეს ონკო ქირურგიას დაუფინანსებს. პროგრამა აქამდე მხოლოდ სოციალურად დაუცველ და პენსიონერ მოქალაქეებზე ვრცელდებოდა. ცვლილების მიხედვით ონკოლოგიური ქირურგია დაუფინანსდება ყველა პირს, განურჩევლად მათი შემოსავლისა. ანალოგიური წესი გავრცელდება ონკო პაციენტების თერაპიულ მკურნალობაზეც, რომელიც მოიცავს ქიმიო- ჰორმონო-სხივურ თერაპიებსა და მედიკამენტებს. მნიშვნელოვანია, რომ თერაპიაზე გათვალისწინებული 25 ათას ლარიანი წლიური ლიმიტი ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით მოიხსნა, შესაბამისად დაფინანსება მიბმული იქნება არა კონკრეტულ თანხაზე, არამედ დიაგნოზზე. აგრდა ამისა, სამინისტრო უშუალოდ მწარმოებლისგან, სპეციალური ფასითა და პირობებით, პირდაპირი გზით შესყიდვის მედიკამენტებს. მიზანი, მოსახლეობისთვის, მედიკამენტებზე, მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. შედეგად, თითოეული პაციენტი, ჯანდაცვის სამინისტროსგან, მკურნალობისთვის საჭირო რაოდენობის მედიკამენტებს მიიღებს.
დასასრულს, კიდევ ერთხელ იმსჯელებენ და შეაფასებენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: განვლილი საქმიანობა და მიღებული შედეგები, დღეს არსებული მდგომარეობა, რა არის საჭირო ონკოლოგიურ სერვისებზე სრულფასოვანი და თანაბარი ხელმისაწვდომობის შესაქმნელად, დასახავენ სამომავლო გეგმებს, რათა მკურნალობა კიდევ უფრო სრულყოფილი და უწყვეტი გახდეს.
ცნობისათვის, რომ 4 თებერვალს მთელ მოფლიოში კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ეს არის გლობალური ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს კიბოსაგან გამოწვეული ზიანის შემცირებას, ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას თითოეული პაციენტისათვის. ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება ცნობიერების ამაღლება კიბოს შესახებ, ხარვეზების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების მოძიება სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გზით.
სწორედ ამიტომ, მსოფლიო ინიციატივის ფარგლებში, 2022 წლიდან საფუძველი ჩაეყარა
„სრულფასოვანი მკურნალობა, უწყვეტი ზრუნვა” თემის გარშემო 3 წლიან კამპანიას. მრავალწლიანი კამპანია მოიაზრებდა არსებული ხარვეზების გამოვლინებას, მათზე ხმამაღლა საუბარს, გარშემომყოფების გაერთიანებასა და შემდგომი სამოქმედო ნაბიჯების განხორციელებას. მნიშვნელოვანია, რომ ონკოლოგიური პაციენტების სიცოცხლის გადარჩენისათვის აუცილებელი სამკურნალო და სამედიცინო სერვისები თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი თითოეული მოქალაქისთვის, განურჩევლად დიაგნოზის, გეოგრაფიული მდებარეობის, სოციალური სტატუსის, მატერიალური მდგომარეობისა და მათი წარმომავლობისა
წელსაც მთავარი თემაა „სრულფასოვანი მკურნალობა, უწყვეტი ზრუნვა” - ყოველი ადამიანი იმსახურებს ქვყანაში არსებულ ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას. მართალია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განვითარებულ ქვეყნებშიც კი, არსებობს ხარვეზები კიბოს მართვის მიმართულებით. დღეს ეს ხარვეზები საჭიროებენ დაუყოვნებლივ რეაგირებას, მათ აღმოფხვრასა და სისტემის სრულყოფაში მოყვანას, მათ შორის, საქართველოშიც.
ინფორმაცია დაავადების შესახებ
არაგადამდებ დაავადებათა შორის, დღეისათვის კიბო წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებასა და სიკვდილობის გამომწვევ უმთავრეს მიზეზს. ყოველწლიურად მსოფლიოში 10 მილიონი ადამიანი იღუპება კიბოს დიაგნოზით. ეს რიცხვი აღემატება ერთად აღებული შიდსით, მალარიითა და ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილობის რიცხვს. ექსპერტების პროგნოზის მიხედვით 2030 წლისთვის კიბოთი სიკვდილობის ზრდა მოსალოდნელია 13 მილიონ შემთხვევამდე თუ ჩვენ არ მივიღებთ შესაბამის ზომებს ახლავე. მსოფლიო მონაცემებით კიბოს სისკვდილიანობის 65% მოდის ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. ამდენად ეს პრობლემა ძალზედ აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის. კიბოს 1/3-ზე მეტი შემთხვევის პრევენცია შესაძლებელია. შემდეგი 1/3 შემთხვევებისა შესაძლებელია განკურნებულ იყოს სწორი მკურნალობის შედეგად თუ მისი აღმოჩენა მოხერხდება ადრეულ სტადიაზე. სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობით, სწორი პრევენციული სტრატეგიების იმპლემენტაციით, ადრეული აღმოჩენით, სწორი დიაგნოსტიკური კვლევებითა და სწორი სამკურნალო მიდგომების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ მილიონობით სიცოცხლე ყოველწლიურად.
ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა გაერთიანებული ერებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები, კიბო მიიჩნიეს, როგორც
უკიდურესად აუცილებელი გლობალური პრობლემა და მათ განაწესში კიბოსთან ბრძოლამ დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი. მათ შორის, საქართველოში ყოველწლიურად ყველა ლოკალიზაციის კიბოს შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 9500-11000 ფარგლებში. ინციდენტობის მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე 258-ს. ახალი შემთხვევების 70% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში 30-70 წლამდე.
ნანახია: 502
მსგავსი სიახლეები
clickss