2025-05-21

05:43

„საქართველოს სინფონიეტა“ ფინეთში გაემგზავრა, სადაც 16 აპრილს, ქალაქ რაუმას წმინდა ჯვრის ტაძარში, ბაროკოს მუსიკის კონცერტს გამართავს

კულტურა
15-04-2025 11:40
„საქართველოს სინფონიეტა“ ფინეთში გაემგზავრა, სადაც 16 აპრილს, ქალაქ რაუმას წმინდა ჯვრის ტაძარში, ბაროკოს მუსიკის კონცერტს გამართავს და ანტონიო ვივალდის ნაწარმოებებს შეასრულებს.
კონცერტი „ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრის“ მიწვევით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.
„საქართველოს სინფონიეტასა“ და „ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრს“ შორის კოლაბორაცია 2022 წელს დაიწყო, როცა პირველად, ფინელი მუსიკოსები „თბილისის ბაროკოს ფესტივალს“ ესტუმრენ, 2023 წელს კი თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი, მათი მიწვევით ფინეთში გაემგზავრა საკონცერტო ტურნეზე და ჰელსინკსა და რაუმაში 2 კონცერტი ჩაატარა.
ქართველ და ფინელ მუსიკოსებს შორის ურთიერთთანამშრომლობა გრძელდება. წელს, ქართველ მსმენელს შესაძლებლობა ექნება, „ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრის“ შესრულებით, 2025 წლის „თბილისის ბაროკოს ფესტივალზე“ ბახის მუსიკა მოისმინოს.

მსგავსი სიახლეები

2025-05-16 10:06
კულტურა

VIDEO: ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

საქართველო წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელიამ, სიმღერით Freedom წარადგინა. სამწუხაროდ

2025-05-15 12:17
კულტურა

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება

მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი

2025-05-14 17:01
კულტურა

ევროვიზია 2025-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის

2025-05-13 15:22
კულტურა

დღეს ევროვიზია 2025-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება!

წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიის ქალაქ ბაზელში იმართება. პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად

2025-05-09 16:19
კულტურა

Made in Italy - სავაჭრო ნიშანი, რომელიც სილამაზეს, ხარისხს, ტრადიციებსა და ინოვაციებს აერთიანებს

იტალიის საელჩოს მიერ კომპანია RMG-ს მხარდაჭერით ორგანიზებული წლევანდელი ღონისძიება 8 მაისს გაიმართა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები