2025-03-18

05:36

თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტა“ ასტორ პიაცოლას ოპერა-ტანგოს - „მარია ბუენოს-აირესიდან” პრემიერა გამართა

კულტურა
10-03-2025 16:10

თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა  „საქართველოს სინფონიეტა“ ასტორ პიაცოლას ოპერა-ტანგოს - „მარია ბუენოს-აირესიდან” პრემიერა გამართა. ოპერა-ტანგო „მარია ბუენოს-აირესიდან“ საქართველოში პირველად დაიდგა. შემსრულებლები არიან  „საქართველოს სინფონიეტა“- დირიჟორი - კორნელია ფონ კერსენბროკი (გერმანია), მთხრობელი - კარლოს კლაუმანსმოლერი (ესპანეთი). ქართველი და საერთაშორისო შემსრულებლების ერთობლივ წარმოდგენაში  მონაწილეობენ მარიამ ჩუხრუკიძე, თამარ გოჩაშვილი, თორნიკე სახოკია, ლონდა კაცია, პაატა ვახტანგიშვილი და სხვები.

„მარია ბუენოს-აირესიდან“, ოპერა-ტანგოს ჟანრში დაწერილი ერთადერთი ოპერეტაა. მისი პრემიერა ბუენოს-აირესში, 1968 წელს შედგა. ეს არის ისტორია ბუენოს-აირესში დაბადებული გოგოს ცხოვრების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ. ამავდროულად, „მარია ბუენოს-აირესიდან“ ტანგოს ისტორიაცაა: თუ როგორ იშვა ტანგო ბუენოს-აირესის გარეუბნებში,  როგორ დაიპყრო კაბარეები და ქალაქის ცენტრები, როგორ ამოწურა საბოლოოდ საკუთარი თავი და როგორ იშვა ხელახლა.  

ოპერა-ტანგო „მარია ბუენოს-აირესიდან“ საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით დაიდგა. კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში წარმოდგენები 9, 10 და 11 მარტსაც გაიმართება.  

ასტორ პიაცოლა, როგორც მის მშობლიურ არგენტინაში, უწოდებენ - „El Gran Astor“ („დიდი ასტორი“), მსოფლიოში აღიარებული მეოცე საუკუნის ტანგოს უმნიშვნელოვანესი კომპოზიტორია. ბანდონეონზე დაკვრის პარალელურად, ტრადიციულ ტანგოში თანამედროვე სტილის შემოღებით, მან ფაქტობრივად რევოლუცია მოახდინა მუსიკაში და ტანგოში ჯაზისა და კლასიკური მუსიკის ელემენტების შერწყმით გაჩნდა ახალი სტილი -  “Nuevo Tango” („ახალი ტანგო“). 

ასტორ პიაცოლამ, ტანგო, ღამის კლუბებიდან კლასიკური მუსიკის საკონცერტო სცენაზე გაიტანა და ასე დაიბადა „ახალი ტანგო“, რაც ნებისმიერი მუსიკალური გემოვნების ადამიანისთვის საყვარელი მუსიკა გახდა.

მსგავსი სიახლეები

2025-03-15 11:24
კულტურა

VIDEO: სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე "ევროვიზია 2025" საქართველოს მარიამ შენგელია წარადგ

მარიამ შენგელია პირველი არხის ორი პროექტის – „საქართველოს ვარსკვლავის“ და „ვოისის“ მონაწილეა

2025-03-14 13:12
კულტურა

ლონდონის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, ლიტერატურის თარგმნის ცენტრში, მწერალთა სახლმა და გამომცემლობა „ს

მანანა მენაბდის მუსიკალური კომპოზიციების ფონზე, მარიამ ალექსიძის დასის მოცეკვავეებმა

2025-03-12 11:45
კულტურა

საქართველოს მწერალთა სახლი 2025 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და მრავალფეროვანი კ

პროგრამა ითვალისწინებს ქართველი გამომცემლების, ავტორებისა და წიგნების წარდგენას, ასევე შემოქმედებით

2025-03-11 12:09
კულტურა

საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპუ

საქართველოს კულტურის სამინისტრომ მე-16 საუკუნის უცნობი ვენეციელის ნამუშევარი “ქრისტეს ოთხი მოციქული”

2025-03-10 16:10
კულტურა

თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტა“ ასტორ პიაცოლას ოპერა-ტანგოს - „მარი

ოპერა-ტანგო „მარია ბუენოს-აირესიდან“ საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები