საქართველოს დამსახურებული სპორტული ჟურნალისტის თამარ ბალავაძის წიგნის - "ერთი ჩემპიონი ქალის ისტორია" პრეზენტაცია

საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში გაიმართა დამსახურებული სპორტული ჟურნალისტის თამარ ბალავაძის წიგნის - ,,ერთი ჩემპიონი ქალის ისტორია" - პრეზენტაცია.
წიგნი გამოიცა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით და ეძღვნება ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონ და პრიზიორ, ასევე მსოფლიოსა და ევროპის მედალოსან ქალებს, წიგნში დეტალურად არის აღწერილი როგორც მათი ბიოგრაფიული ცნობები, ასევე სპორტული კარიერის მნიშვნელოვანი მიღწევები. წიგნში სულ გაერთიანდა 23 ნარკვევი სპორტის ოლიმპიურ სახეობებში ყველაზე წარმატებულ სპორტსმენ ქალებზე.
ღონისძიება გახსნა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა:„თამარ ბალავაძე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტული ჟურნალისტია, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის პოპულარიზაციაში. მან როგორც სატელევიზიო კომენტატორმა და საინტერესო გადაცემების, ასევე ოლიმპიურ თემატიკაზე 50-მდე ფილმის ავტორმა შექმნა ერთგვარი მატიანე ჩვენი სპორტისა. ამჯერად, ქალბატონი თამარი მოგვევლინა ახალ ამპლუაში, როგორც ძალიან კარგი და საჭირო წიგნის ავტორი. ეს არის ამ ფორმატის და თემატიკის პირველი ქართული გამოცემა ჩვენი საამაყო სპორტსმენი ქალბატონების შესახებ. სეოკ-მა იმთავითვე დაუჭირა მხარი მის მიერ წარმოდგენილ პროექტს და საერთაშორისო ოლიმპიური სოლიდარობის ჩართულობით, ხორცი შევასხით ამ საქმეს."
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ სეოკ-ის და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელები, ჩემპიონ-პრიზორი ქალბატონები, ვეტერანი სპორტული ჟურნალისტები, რომლებმაც ასევე ხაზი გაუსვეს ქართული სპორტის მატიანეს შექმნაში თამარ ბალავაძის დიდ ღვაწლს.
თამარ ბალავაძემ დიდი მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის, იასაუბრა წიგნის შინაარსობრივ ნაწილზე, გაიხსენა ჩვენი ჩემპიონ-პრიზიორი ქალბატონების სპორტული კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის , ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელები, ვეტერანი სპორტსმენები, თამარ ბალავაძის ოჯახის წევრები, მედიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ნანახია: 268
მსგავსი სიახლეები

VIDEO: სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე "ევროვიზია 2025" საქართველოს მარიამ შენგელია წარადგ
მარიამ შენგელია პირველი არხის ორი პროექტის – „საქართველოს ვარსკვლავის“ და „ვოისის“ მონაწილეა

ლონდონის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, ლიტერატურის თარგმნის ცენტრში, მწერალთა სახლმა და გამომცემლობა „ს
მანანა მენაბდის მუსიკალური კომპოზიციების ფონზე, მარიამ ალექსიძის დასის მოცეკვავეებმა

საქართველოს მწერალთა სახლი 2025 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და მრავალფეროვანი კ
პროგრამა ითვალისწინებს ქართველი გამომცემლების, ავტორებისა და წიგნების წარდგენას, ასევე შემოქმედებით

საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპუ
საქართველოს კულტურის სამინისტრომ მე-16 საუკუნის უცნობი ვენეციელის ნამუშევარი “ქრისტეს ოთხი მოციქული”

თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტა“ ასტორ პიაცოლას ოპერა-ტანგოს - „მარი
ოპერა-ტანგო „მარია ბუენოს-აირესიდან“ საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის
clickss