2025-07-02

08:54

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 19 ფილმი იქნება წარმოდგენილი

კულტურა
24-01-2025 10:43

75-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე (ბერლინალე), რომელიც ბერლინში 13-23 თებერვალს გაიმართება, 19 ფილმი იბრძოლებს მთავარი პრიზისთვის „ოქროს დათვი“. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.

ბერლინალეს დირექტორის ტრიშა ტატლის მონაწილეობით Haus der Kulturen der Welt-ში გამართულ პრეს-კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა 75-ე ბერლინალეს პროგრამა.

ფესტივალი, რომელიც 13 თებერვალს გაიხსნება გერმანელი რეჟისორის ტომ ტიკვერის ფილმით „სინათლე" (Das Licht), წარმოადგენს 19 ფილმს მთავარი პრიზისთვის „ოქროს დათვი“, საიდანაც 17 მსოფლიო პრემიერაა.

ფესტივალის განმავლობაში სხვადასხვა კატეგორიაში ნაჩვენები იქნება 74 ქვეყნის 240 ფილმი.

ჟიურის, რომელიც გადაწყვეტს „ოქროს დათვისა“ და „ვერცხლის დათვის“ მფლობელებს, თავმჯდომარეობს ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ტოდ ჰეინსი. დანარჩენი ჟიურის წევრები მოგვიანებით გამოცხადდება.

შოტლანდიელი მსახიობი ტილდა სვინტონი, რომელიც წელს ბერლინალეს საპატიო ჯილდოს მიიღებს, ჯილდო გადაეცემა ფესტივალის გახსნის გალაზე 13 თებერვალს.

ფესტივალზე, სადაც მსოფლიო დონის მსახიობების დასწრებაა მოსალოდნელი, ჯილდოები გადაეცემათ 22 თებერვალს.

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:36
კულტურა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღ

ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით

2025-05-21 08:10
კულტურა

თბილისში ინგლისურენოვანი კატალოგის, „ოქროს საწმისი - ქართული ხელოვნება“ (GOlDEN FLEECE -ART OF GEORG

გამოცემა ისტორიას შემოუნახავს ფოტომასალას და სამეცნიერო სტატიებს კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში

2025-05-16 10:06
კულტურა

VIDEO: ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

საქართველო წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელიამ, სიმღერით Freedom წარადგინა. სამწუხაროდ

2025-05-15 12:17
კულტურა

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება

მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი

2025-05-14 17:01
კულტურა

ევროვიზია 2025-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები