2024 წლის 25-27 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში IV საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი მიმდინარეობს

2024 წლის 25-27 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში IV საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი მიმდინარეობს, რომელიც 25 სექტემბერს, 10:00 საათზე აკადემიის მე-5 სართულის დარბაზში გაიხსნა.
კონგრესის სტუმრები არიან მსოფლიოში ცნობილი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ქართველოლოგები. მეცნიერები მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორიცაა: იაპონია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, რუმინეთი, შვედეთი, იტალია და სხვ.
საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესის მოწყობის იდეა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განაცხადია ქართული ენის, კულტურისა და ისტორიიის დაცვისა და პოპულარიზაციის თვალსაზრისით. ამ იდეის განხორციელება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ დაიწყო ჯერ კიდევ 2015 წელს და მას შემდეგ, კონგრესი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება. კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი.
კონგრესის ამოცანაა ყოველ შემდგომ ეტაპზე თავი მოუყაროს ქართველოლოგიის სფეროში მომუშავე უცხოელ და ქართველ მეცნიერებს და ასპარეზი შეუქმნას ამ მიმართულებით მიღწეულ სიახლეებს. მიმდინარე კონგრესი წარიმართება შერეული ფორმატით, რაც ნიშნავს იმას, რომ უცხოელი კოლეგების მნიშვნელოვანი ნაწილი კონგრესის მუშაობაში ონლაინ-ფორმატით მიიღებს მონაწილეობას.
კონგრესი დაიხურება 27 სექტემბერს 17:30 საათზე, აკადემიის შენობაში.
ნანახია: 626
მსგავსი სიახლეები

ევროკავშირის ელჩი საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის ურყეობის დასტურად კულტურის სფეროს წარმომადგე
კულტურის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ელემენტია“, — განაცხადა მან შეხვედრაზე

თბილისის კონსერვატორიის რექტორი გიორგი ვაჩნაძე იაპონიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
თბილისის კონსერვატორიის რექტორმა ადგილზე სტუდენტებისთვის მასტერკლასები გამართა

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 19 ფილმი იქნება წარმოდგენილი
ჟიურის, რომელიც გადაწყვეტს „ოქროს დათვისა“ და „ვერცხლის დათვის“ მფლობელებს, თავმჯდომარეობს ამერიკელი

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლი
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-თურქეთის კულტურული ურთიერთობის პერსპექტივასა და ორმხრივად სასარგებლო

როტერდამის კინოფესტივალზე ქართული კინოკლასიკის - „სხვისი შვილების“ - აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემი
ქართული კინოშედევრის ჩვენება ფესტივალის ერთ-ერთი სექციის - Cinema Regained-ის ფარგლებში მოეწყობა.ფილმის რესტავრირებული
clickss