ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მეთერთმეტე სეზონს აღნიშნავს
კულტურა
22-08-2024 11:17
საქართველოს კულტურისა და სპორტისა სამინისტროს მხარდაჭერითა და საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით 10 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად ბათუმში გაიმართება.
კლასიკური მუსიკის ფესტივალი მსმენელს წელსაც მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მუსიკოსებს უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც იუნესკოს უცვლელი პატრონაჟითა და საქართველოს სახელმწიფოს მხარდაჭერით იმართება.
დაარსების დღიდან ფესტივალი ქართველი ტალანტებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს; მისი მისიაა ქვეყნის საერთაშორისოდ წარმოჩენა და კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ინფორმაცია ფესტივალის შესახებ იხილეთ ბმულებზე: https://batumimusicfest.ge/; https://www.facebook.com/batumimusicfest.
ნანახია: 253
მსგავსი სიახლეები
clickss