თბილისში მახტუმკული ფრაგის 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნა
გამოჩენილი თურქმენი პოეტისა და მოაზროვნის მახტუმკული ფრაგის დაბადებიდან 300 წლის იუბილეს ფარგლებში, 2024 წლის 26 ივლისს, საქართველოში თურქმენეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენა „მახტუმკული ფრაგის 300 წლის იუბილე: ხედი საქართველოდან“, გაიხსნა "ახუნდოვის სახლის" გალერეაში.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დოვლეთმირატ სეიტმამედოვმა. მან აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს საზოგადოებისათვის მახტუმკული ფრაგის ცხოვრებისა და მოღვაწეობის, უფრო ფართოდ გაცნობას. გარდა ამისა გამოფენა ასევე ხელს შეუწყობს მოძმე ხალხებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერებას.
ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო თურქმენი მხატვრების 50 ნამუშევარი, რომლებიც ასახავს ცნობილ მოვლენებს მახტუმკული ფრაგის ცხოვრებიდან. ნახატების გამოფენა თურქმენული ეროვნული მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, საქართველოს სამინისტროებისა და დეპარტამენტების წარმომადგენლები, პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფები, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები, სამეცნიერო ინტელიგენციის, ასევე მედიის წარმომადგენლები.
საქართველოში თურქმენეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულმა ფოტოგამოფენამ „მახტუმკული ფრაგის 300 წლის იუბილე: ხედი საქართველოდან“ დამსწრე საზოგადოებაში დიდი მოწონება და აღტაცება დაიმსახურა.
ფოტოგამოფენის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს 2024 წლის 2 აგვისტომდე შეუძლია.
ნანახია: 550
მსგავსი სიახლეები
clickss