Perform Europe-მა 42 პარტნიორობის პროექტი შეარჩია, რომელთა შორის საქართველოდან წარდგენილი ინიციატივებიც მოხვდა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროგრამამ, Perform Europe, 42 პარტნიორობის პროექტს 2.1 მილიონი ევროს მოცულობის გრანტი გამოუყო.
პროექტების ფარგლებში „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის წევრი ქვეყნების საშემსრულებლო ხელოვნების სექტორში მომუშავე 196 პარტნიორის 63 ნამუშევრის გასტროლები დაფინანსდება.
„შერჩეული პროექტები აჩვენებს შემოქმედებითი ხელოვნების ძალას, გამოიწვიოს სოციალური ცვლილებები, ხელი შეუწყოს მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას, მიიტანოს ხელოვნების ნიმუშები ყველა სახის აუდიტორიამდე და შეეჭიდოს აქტუალურ გლობალურ პრობლემებს“ – ნათქვამია „შემოქმედებითი ევროპის“ პრესრელიზში.
ამასთან, მთლიანი დაფინანსების 13% მოხმარდება პროექტებს, რომლებიც უკრაინულ საშემსრულებლო ხელოვნების სექტორს უჭერს მხარს.
შერჩეულ პროექტებს შორის ერთ-ერთია საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის საერთო ინიციატივა. რადგან ამ ქვეყნების ისტორიული კონტექსტები ერთმანეთს სიღრმისეულად ეხმიანება, ეს პროექტი 60,000 ევროს მოცულობის გრანტს იმისთვის მიიღებს, რომ საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მონაწილეობითი პერფორმანსი „სათბური“ წარადგინოს.
„’სათბური’ სამხედრო კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილების საკითხს ეხება და აუდიტორიას სცენაზე დროებითი თავშესაფრის ასაშენებლად იწვევს,“ – ვკითხულობთ პროექტის აღწერაში, – „მიგრაციის საზიარო გამოცდილება, რომელიც მთიანი ყარაბაღის, რუსეთ-საქართველოსა და რუსეთ-უკრაინის ომების შედეგია, ადგილობრივი აუდიტორიის ჩართვისა და ეკომიგრაციისა და კლიმატის ცვლილების უფრო ფართო პრობლემების გააზრების შესაძლებლობას იძლევა“.
კიდევ ერთი პროექტი მხარს დაუჭერს მარიუპოლში ჩატარებულ ერთ-ერთ ბოლო პერფორმანსს, „ალასკა – ბედნიერებისკენ სწრაფვა & მოძალადე სამყარო“, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრამდე ოთხი თვით ადრე დაიწერა. ნამუშევარი ქალაქის ახალგაზრდებს თვითგამოხატვის შესაძლებლობას აძლევს მას მერე, რაც მათი თეატრი სრულად განადგურდა. პერფორმანსი გასტროლებით ეწვევა პოლონეთს, უნგრეთსა და ბოსნიას და მისი შემსრულებლები ადგილობრივ ახალგაზრდა მსახიობებსა და ამ ქვეყნებში მცხოვრებ უკრაინელებს შეხვდებიან.
დამატებითი ინფორმაცია
ნანახია: 725
მსგავსი სიახლეები

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 19 ფილმი იქნება წარმოდგენილი
ჟიურის, რომელიც გადაწყვეტს „ოქროს დათვისა“ და „ვერცხლის დათვის“ მფლობელებს, თავმჯდომარეობს ამერიკელი

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლი
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-თურქეთის კულტურული ურთიერთობის პერსპექტივასა და ორმხრივად სასარგებლო

როტერდამის კინოფესტივალზე ქართული კინოკლასიკის - „სხვისი შვილების“ - აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემი
ქართული კინოშედევრის ჩვენება ფესტივალის ერთ-ერთი სექციის - Cinema Regained-ის ფარგლებში მოეწყობა.ფილმის რესტავრირებული

ევროკავშირის სპეციალური პრიზი, „ადამიანის უფლებები კინოში“, ორ ქართულ ფილმს გადაეცა
საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში პრიზი გადაეცა რეჟისორ ელენე მიქაბერიძის ფილმს „ლურჯი მოცვი“, რეჟისორის

იტალიური სამზარეულოს მე-9 მსოფლიო კვირეული 17 ნოემბერს ემოციური და ხალისიანი ღონისძიებით დაიწყო
კვირეულის გახსნითი ღონისძიება, რომელიც ჩვენი საელჩოს მიერ, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE-ITA) თბილისის
clickss