2024-07-27

12:07

VIDEO: ქართული დელეგაცია კანის საერთაშორისო კინოფესტივალიდან ნაყოფიერი შედეგებით დაბრუნდა

კულტურა
22-05-2024 13:46
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დელეგაცია კანის საერთაშორისო კინოფესტივალიდან დიდი მიღწევებითა და ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ქართული კინოს განვითარების პერსპექტივებსა და პოპულარიზაციას.
ქართული კინო კიდევ ერთხელ გასცდა ქვეყნის ფარგლებს და კანის საერთაშორისო ფესტივალზე ღირსეულად წარსდგა.
აღსანიშნავია, რომ ქართული კინოს განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებმა, ქართველმა რეჟისორებმა და პროდიუსერებმა, მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის შემდგენლებთან, პროდიუსერებთან, კომპანიების, კინოთეატრების, ონლაინპორტალებისა თუ საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან.
მნიშვნელოვანია, რომ დაიგეგმა პროექტები, რომლებიც საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს მოიზიდავს, რაც მეტ ქართულ ფილმს გაუხსნის ფართო და წარმატებულ გზას საერთაშორისო კინოინდუსტრიაში.
ინფორმაციისთვის: 14-25 მაისს ქ. კანში მიმდინარე 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პავილიონი გაიხსნა. კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წარდგენილმა საქართველოს პავილიონმა წარმოაჩინა ქართული კინოს უმდიდრესი მემკვიდრეობა, წარადგინა ახალი პროექტები, პოპულარიზაცია გაუწია საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა მიმდინარე წლის მარტში კანის საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენების დაფინანსების მიზნით კონკურსი გამოაცხადა, რის შედეგადაც კინოფესტივალის ბაზრობაზე რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილისა და პროდიუსერ ლაშა ხალვაშის ფილმის, „მოქალაქე წმინდანის“, ჩვენება 19 და 20 მაისს ფილმ-მარკეტისთვის განკუთვნილ დარბაზებში გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლები და გაყიდვების აგენტები.
ფილმი გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.

მსგავსი სიახლეები

2024-07-25 12:11
კულტურა

მთამსვლელი და კინორეჟისორი რაინჰოლდ მესნერი მესტიის კინოფესტივალში მონაწილეობს

ცნობილი მთამსვლელი და რეჟისორი რაინჰოლდ მესნერი საქართველოს კულტურისა და სპორტის

2024-07-23 11:58
კულტურა

იორდანიაში საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს კულტურის მინისტრების შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე მასპინძელთა შეთავაზებით დაიგეგმა არქეოლოგიური ძეგლების მონახულება, სადაც მომავალში ერთობლივი საქმიანობის დაწყება შეიძლება

2024-07-12 17:04
კულტურა

Perform Europe-მა 42 პარტნიორობის პროექტი შეარჩია, რომელთა შორის საქართველოდან წარდგენილი ინიციატივე

შერჩეულ პროექტებს შორის ერთ-ერთია საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის საერთო ინიციატივა.

2024-06-26 17:54
კულტურა

თურქმენეთის ელჩი საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა

ელჩმა აღნიშნა, რომ თურქმენეთში და მის ფარგლებს გარეთ დიდი თურქმენი პოეტის და ფილოსოფოსის მაახტუმკული ფრაგის 300 წლის იუბილესადმი

2024-06-18 11:34
კულტურა

საქართველოს დღეები იაპონიაში წარმატებით დასრულდა!

პირველივე დღეს მრავალფეროვანმა კულტურულმა და სპორტულმა ღონისძიებებმა ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიწვია და ორი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები