2025-04-30

07:21

კახის სახელმწიფო ქართულმა დრამატულმა თეატრმა რუსთაველის ეროვნულ თეატრში წარმოადგინა სპექტაკლი „დაცემული ანგელოზის უკანასკნელი თავშესაფარი“

კულტურა
24-04-2024 11:39
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით აზერბაიჯანის კახის სახელმწიფო ქართულმა დრამატულმა თეატრმა რუსთაველის ეროვნულ თეატრში წარმოადგინა სპექტაკლი „დაცემული ანგელოზის უკანასკნელი თავშესაფარი“
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აზერბაიჯანში მოქმედმა ილია ჭავჭავაძის სახელობის კახის სახელმწიფო ქართულმა დრამატულმა თეატრმა რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოადგინა ვახტანგ ანდიაშვილის „დაცემული ანგელოზის უკანასკნელი თავშესაფარი“. საზეიმო საღამო კახის სახელმწიფო ქართული დრამატული თეატრისათვის ილია ჭავჭავაძის სახელის აღდგენას მიეძღვნა.
საღამოს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, ილია ჭავჭავაძის სახელობის კახის ქართული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი ზიტა ხალილოვა, ქართული თეატრალური სამყაროს წარმომადგენლები, ქართველი და აზერბაიჯანელი მაყურებლები ესწრებოდნენ.
„დაცემული ანგელოზის უკანასკნელი თავშესაფარი“ არის ამბავი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების შესახებ, რომელთაც საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება უჭირთ. ხშირად სრულიად უმიზეზოდ ხდებიან დაცინვის ობიექტები, მაგრამ მათი ისეთი სიყვარულის, ერთგულებისა და თავგანწირვის უნარი აქვთ, რომ მთელ სამყაროს ეყოფა. სწორედ ამიტომ მათი ბრძოლა სიმართლისა და გადარჩენისთვის მაგალითი ხდება ყველასთვის. დაცემული ანგელოზის უკანასკნელი თავშესაფარი სწორედ სიკეთე უნდა იყოს - მის გარეშე ხომ ყველაფერი ამაოა.
სპექტაკლი მუსიკალურად გააფორმა დამდგმელმა რეჟისორმა ლერი შიოშვილმა. სპექტაკლში მონაწილეობენ: ლაშა ანდრიაშვილი, ვიტალი სუყაშვილი, მაყვალა ემრაშვილი, ნინო ჭაჭაშვილი, რაულ ბარიხაშვილი, ლაშა ასლამაზაშვილი და გვანცა ყიყიშვილი.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის პირველ ეტაპზე ილია ჭავჭავაძის სახელობის კახის სახელმწიფო თეატრმა თბილისში გასტროლისას რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლები ორი დღის განმავლობაში გამართა. პირველ საღამოს, რეჟისორმა ნაილი თოფალაშვილმა ნიკოლოზ წულუკიძის იგავ-არაკებზე შექმნილი „სიბრძნის ქარავანი“ წარადგინა.
პროექტის მეორე ეტაპზე თბილისიდან ჩასული პროფესიონალები აზერბაიჯანის ილია ჭავჭავაძის სახელობის კახის სახელმწიფო ქართულ დრამატულ თეატრში ხუთი დღის განმავლობაში ჩაატარებენ მსახიობის ოსტატობის, მეტყველების, ვოკალის, პლასტიკის, თეატრის ისტორიის მასტერკლასებს.
კახის ქართული თეატრის საქმიანობის ხელშეწყობა და მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია. თეატრი სპექტაკლებს მართავს ქართულ ენაზე და აზერბაიჯანში მცხოვრებ მოსახლეობას ქართულ ენას შეასწავლის. ამასთანავე, თეატრი პოპულარიზაციას უწევს ქართულ კულტურას.

მსგავსი სიახლეები

2025-04-24 17:55
კულტურა

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025-ის საორგანიზაციო პროც

Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის

2025-04-15 11:40
კულტურა

„საქართველოს სინფონიეტა“ ფინეთში გაემგზავრა, სადაც 16 აპრილს, ქალაქ რაუმას წმინდა ჯვრის ტაძარში, ბარ

კონცერტი „ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრის“ მიწვევით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერი

2025-04-13 12:30
კულტურა

პარიზის წიგნის ფესტივალზე სტუდია „ქართულმა ფილმმა“ ქართული დიაფილმებით შთაგონებული საბავშვო წიგნები

ილუსტრირებული ზღაპარი დიაფილმების გამოსახულებებით, ფრანგულ ენაზე საფრანგეთში მცხოვრებმა ნატალია

2025-04-11 12:31
კულტურა

პარიზში „გრან პალეში“ (Grand Palais) პარიზის წიგნის ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა

ფესტივალის ოფიციალური გახსნის ფარგლებში, საფრანგეთის კულტურის მინისტრი ქართველ კოლეგას გაესაუბრა

2025-04-08 10:37
კულტურა

4 აპრილს GÜRTİAD-ის მმართველი საბჭოს წევრის ქ-ნი სევჯიჰან იავუზის გამოფენა გაიმართა

2025 წლის 04 აპრილს GÜRTİAD-ის მმართველი საბჭოს წევრის ქ-ნი სევჯიჰან იავუზის გამოფენა გაიმართა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები