ევროკავშირმა კულტურის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ხუთ რეგიონულ ქალაქს 150,000 ევრო გადასცა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა, EU4Culture, რეგიონული ქალაქების ქსელში მონაწილე ხუთი მუნიციპალიტეტიდან თითოეულს 30,000 ევროს ოდენობის გრანტები გადასცა. კერძოდ, გრანტები მიიღეს ქუთაისმა და ფოთმა საქართველოში, ორჰეიმ მოლდოვის რესპუბლიკაში და ჩარენცავანმა და სევანმა სომხეთში.
ქსელის მიზანი EU4Culture-ის ფარგლებში 2022 წელს შექმნილი კულტურული განვითარების სტრატეგიების მდგრადობის გაუმჯობესებაა. ხუთი მუნიციპალიტეტის სტრატეგიული გეგმები რეგიონულ ეკონომიკას ადგილობრივი შემოქმედებითი და კულტურის ინდუსტრიების განვითარებით აძლიერებს.
2024 წელს შერჩეული მუნიციპალიტეტები დაფინანსებას სხვადასხვა სახის კულტურული აქტივობების — კერძოდ, სახელოვნებო ღონისძიებებისა და ტრენინგების ჩასატარებლად გამოიყენებენ. გარდა ამისა, ერთი მუნიციპალიტეტი ადგილობრივი კულტურის საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემთა ბაზასაც შექმნის. EU4Culture-ის რეგიონული ქალაქების ქსელის წევრი ეს მუნიციპალიტეტები კულტურული განვითარების სტრატეგიების განხორციელების სფეროში დაგროვილ გამოცდილებას ქსელის შიგნით და მის ფარგლებს გარეთაც გააზიარებენ.
„ხუთი მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილმა ახალმა პაკეტმა სომხეთის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის რეგიონებში შესაძლებლობათა განვითარებას შეიძლება შეუწყოს ხელი, რითაც ამ ქვეყნებში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების მდგრადობის გამაუმჯობესებელი ახალი მოდელები ჩამოყალიბდება“, — განაცხადა EU4Culture-ის გუნდის ლიდერმა, ანატოლი ბეიფერტმა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Culture, რომლის ბიუჯეტი 7.85 მილიონი ევროა, ოთხწლიანი პროექტია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში — განსაკუთრებით კი დედაქალაქის სტატუსის არმქონე დასახლებებში — კულტურისა და შემოქმედებით სექტორებს უჭერს მხარს.
პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (ხელმძღვანელი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (Institut Français de Géorgie).
ნანახია: 819
მსგავსი სიახლეები

ევროკავშირის ელჩი საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის ურყეობის დასტურად კულტურის სფეროს წარმომადგე
კულტურის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ელემენტია“, — განაცხადა მან შეხვედრაზე

თბილისის კონსერვატორიის რექტორი გიორგი ვაჩნაძე იაპონიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
თბილისის კონსერვატორიის რექტორმა ადგილზე სტუდენტებისთვის მასტერკლასები გამართა

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 19 ფილმი იქნება წარმოდგენილი
ჟიურის, რომელიც გადაწყვეტს „ოქროს დათვისა“ და „ვერცხლის დათვის“ მფლობელებს, თავმჯდომარეობს ამერიკელი

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლი
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-თურქეთის კულტურული ურთიერთობის პერსპექტივასა და ორმხრივად სასარგებლო

როტერდამის კინოფესტივალზე ქართული კინოკლასიკის - „სხვისი შვილების“ - აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემი
ქართული კინოშედევრის ჩვენება ფესტივალის ერთ-ერთი სექციის - Cinema Regained-ის ფარგლებში მოეწყობა.ფილმის რესტავრირებული
clickss