2025-07-02

08:58

ევროკავშირმა კულტურის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ხუთ რეგიონულ ქალაქს 150,000 ევრო გადასცა

კულტურა
21-03-2024 16:33

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა, EU4Culture, რეგიონული ქალაქების ქსელში მონაწილე ხუთი მუნიციპალიტეტიდან თითოეულს 30,000 ევროს ოდენობის გრანტები გადასცა. კერძოდ, გრანტები მიიღეს ქუთაისმა და ფოთმა საქართველოში, ორჰეიმ მოლდოვის რესპუბლიკაში და  ჩარენცავანმა და სევანმა სომხეთში.

ქსელის მიზანი EU4Culture-ის ფარგლებში 2022 წელს შექმნილი კულტურული განვითარების სტრატეგიების მდგრადობის გაუმჯობესებაა. ხუთი მუნიციპალიტეტის სტრატეგიული გეგმები რეგიონულ ეკონომიკას ადგილობრივი შემოქმედებითი და კულტურის ინდუსტრიების განვითარებით აძლიერებს.

2024 წელს შერჩეული მუნიციპალიტეტები დაფინანსებას სხვადასხვა სახის კულტურული აქტივობების — კერძოდ, სახელოვნებო ღონისძიებებისა და ტრენინგების ჩასატარებლად გამოიყენებენ. გარდა ამისა, ერთი მუნიციპალიტეტი ადგილობრივი კულტურის საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემთა ბაზასაც შექმნის.  EU4Culture-ის რეგიონული ქალაქების ქსელის წევრი ეს მუნიციპალიტეტები კულტურული განვითარების სტრატეგიების განხორციელების სფეროში დაგროვილ გამოცდილებას ქსელის შიგნით და მის ფარგლებს გარეთაც გააზიარებენ.

„ხუთი მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილმა ახალმა პაკეტმა სომხეთის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის რეგიონებში შესაძლებლობათა განვითარებას შეიძლება შეუწყოს ხელი, რითაც ამ ქვეყნებში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების მდგრადობის გამაუმჯობესებელი ახალი მოდელები ჩამოყალიბდება“, — განაცხადა EU4Culture-ის გუნდის ლიდერმა, ანატოლი ბეიფერტმა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Culture, რომლის ბიუჯეტი 7.85 მილიონი ევროა, ოთხწლიანი პროექტია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში — განსაკუთრებით კი დედაქალაქის სტატუსის არმქონე დასახლებებში — კულტურისა და შემოქმედებით სექტორებს უჭერს მხარს.

პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (ხელმძღვანელი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (Institut Français de Géorgie).

უკან დაბრუნება

ნანახია: 1102

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:36
კულტურა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღ

ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით

2025-05-21 08:10
კულტურა

თბილისში ინგლისურენოვანი კატალოგის, „ოქროს საწმისი - ქართული ხელოვნება“ (GOlDEN FLEECE -ART OF GEORG

გამოცემა ისტორიას შემოუნახავს ფოტომასალას და სამეცნიერო სტატიებს კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში

2025-05-16 10:06
კულტურა

VIDEO: ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

საქართველო წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელიამ, სიმღერით Freedom წარადგინა. სამწუხაროდ

2025-05-15 12:17
კულტურა

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება

მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი

2025-05-14 17:01
კულტურა

ევროვიზია 2025-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები