გამოვლინდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამების ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები
დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამების - „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერისა“ და „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ - ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკონკურსო კომისიის წევრები გამარჯვებული კანდიდატების შერჩევისას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების აქტუალობასა და მასშტაბურობას, ასევე კანდიდატების მოტივაციას, დიასპორული აქტივობების გამოცდილებას, ინფორმირებულობას თავად პროგრამების, საქართველოსა და ადგილსამყოფელი ქვეყნის შესახებ.
„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად შემოსული 61 განაცხადიდან, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 20 გამარჯვებული: ამერიკის შეერთებული შტატები - მამუკა ალადაშვილი, ფიქრია ბარბაქაძე, ბექა გოგინაშვილი; გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა - მარინა მარღიშვილი; ესპანეთის სამეფო - რუსუდან ნოზაძე, დემნა ამაღლობელი, ვერიკო გერგედავა; იტალიის რესპუბლიკა - ნუნუ გელაძე, ბეგლარ თავართქილაძე, ნინო მამუკაძე; საბერძნეთის რესპუბლიკა - ნინო ბაჯელიძე, ნიკოლოზ გავრიელიდი, ხატია გოშუა, სალომე დარსაველიძე, რევაზ კიკნაძე, მაგდანა ნიკოლაიდუ, თამარი სამხარაძე, კონსტანტინე შენგელია, ლაინე პაპიძე; შვეიცარიის კონფედერაცია - ლია ყავლაშვილი-ჰორსტი.
„უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში შემოსული 32 განაცხადიდან, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 24 გამარჯვებული: აზერბაიჯანის რესპუბლიკა - ვასილ პაპიაშვილი; ამერიკის შეერთებული შტატები - თამარ მიქაძე, ილია სვიანაიძე, რუსუდან გალდავა; ბელგიის სამეფო - იმედა ყავლაშვილი; გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა - უჩა ბირკაძე, ხათუნა კეთილაძე; ესპანეთის სამეფო - მარიკა ქურასბედიანი, ნანა ფურცელაძე; იტალიის რესპუბლიკა - ხათუნა კაპჭელაშვილი; კანადა - ნონა ბერიკაშვილი; საბერძნეთის რესპუბლიკა - რუსუდან საბაძე, ზაზა გიუნაშვილი, შოთა ცქვიტიშვილი, შმაგი ჯიმშერაშვილი; საფრანგეთის რესპუბლიკა - თეონა ვარშანიძე, მარიამ შუბითიძე, მაია ბარათაშვილი, ნანა მაისურაძე; რუსეთის ფედერაცია - სოფიკო ლიპარტელიანი; ყაზახეთის რესპუბლიკა - დიმიტრი ბახტურიძე; შვედეთის სამეფო - ბექა თამაზაშვილი, ლელა კუხიანიძე, თინათინ შოშიაშვილი.
ხსენებული პროგრამები მიზნად ისახავს ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავებას, საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისა და ეროვნული ინტერესების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას, თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. ამ მიზნით, პროგრამების გამარჯვებულები პროექტის ფარგლებში განახორციელებენ მრავალფეროვან კულტურულ-შემოქმედებით, საგანმანათლებლო და სხვა სახის აქტივობებს ადგილსამყოფელ ქვეყნებში.
ნანახია: 436
მსგავსი სიახლეები
clickss