საქართველოს პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია იმართება

საქართველოს პარლამენტთან მედიასაშუალების წარმომადგენლები გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციას მართავენ. ისინი ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა უკანონოა, შიმშილობა კი საფრთხეს უქმნის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ამასთან, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია ის საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობით პარლამენტის გვერდითა შესასვლელთანაც გადაინაცვლეს, რა დროსაც პოლიციამ მათ მოუწოდა, გზის სავალ ნაწილი არ დაეკავებინათ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი გზის სავალი დაწილის დაკავებას არ აპირებდნენ. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ იმყოფებიან. ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
აქციაზე ცოტა ხნის წინ ვითარება ისევ დაიძაბა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან ორი პირი გაიყვანეს.
წყარო: 1tv.ge
ნანახია: 256
მსგავსი სიახლეები

კახა ოქრიაშვილი: თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა ლოზუნგით - გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი. იგივე ლოზუნგით ოპერირებს

კონგრესის ბიუროს განცხადება საქართველოში შექმნილ გადაუდებელ ვითარებასთან დაკავშირებით
ქვეყანაში 3-4 თებერვალს კონგრესის პრეზიდენტის, პირველი და მეორე ვიცე-პრეზიდენტების და გენერალური

კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“: „თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩე
სხვადასხვა წლებში ვთანამშრომლობდი სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთაან, რომელთა

კახა ოქრიაშვილი: მოკლე კომენტარი მინდა გავაკეთო ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ბოლოდროინდელ მ
ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია იმართება
აქციის მონაწილეებმა მსვლელობით პარლამენტის გვერდითა შესასვლელთანაც გადაინაცვლეს, რა დროსაც
clickss