ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებულ გალში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო

6 იანვარს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში განაცხადა, რომ ის ღრმად არის დამწუხრებული ხუთი ახალგაზრდა სიცოცხლის ტრაგიკულად დაკარგვის გამო ოკუპირებული სეპარატისტული აფხაზეთის რეგიონის გალის რაიონში.
5 იანვარს სოფელ საბერიოში კერძო სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა, რომელთაგან ყველაზე პატარა 4 წლის იყო.
თავის განცხადებაში ევროკავშირის წარმომადგენლობამ მიუსამძიმრა დაზარალებულ ოჯახებს, თემებს და ქართველ ხალხს.
საბერიოში მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტზე გაცხადება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელმა ბეტინა პატრიცია ბუგანიმაც გააკეთა.
„ჩვენ ღრმად ვართ დამწუხრებულები საბერიოში ხანძრის შედეგად ხუთი ახალგაზრდა სიცოცხლის ტრაგიკულად დაკარგვის გამო“, თქვა ბუგანიმ. „მთელი მისიის სახელით მინდა გამოვხატო გულწრფელი მწუხარება ოჯახის და საზოგადოების მიმართ. ამ ურთულეს დროს ჩვენ ფიქრები მათკენ არის მიმართული“.
დამატებით ინფორმაცია
ნანახია: 492
მსგავსი სიახლეები

ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ე.წ. "ოცნების ქალაქში" მომხდარ

კახა ოქრიაშვილი: თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა ლოზუნგით - გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი. იგივე ლოზუნგით ოპერირებს

კონგრესის ბიუროს განცხადება საქართველოში შექმნილ გადაუდებელ ვითარებასთან დაკავშირებით
ქვეყანაში 3-4 თებერვალს კონგრესის პრეზიდენტის, პირველი და მეორე ვიცე-პრეზიდენტების და გენერალური

კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“: „თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩე
სხვადასხვა წლებში ვთანამშრომლობდი სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთაან, რომელთა

კახა ოქრიაშვილი: მოკლე კომენტარი მინდა გავაკეთო ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ბოლოდროინდელ მ
ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით
clickss