2025-02-18

22:41

კახა ოქრიაშვილი: „დიფ სთეითი“ არა იხვის ტოლმა !

საზოგადოება
08-01-2025 17:27
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი დღეს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „ქოცების“ დე-ფაქტო ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ ამოქოქა პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ბერნარდ შოუს ცნობილი გამონათქვამის მიხედვით, თავიდანვე იდიოტებზეა გათვლილი და ორი ამორფული, არარსებული სტრუქტურა გამოიყენა: ერთი „დიფ სთეითია“, ანუ გაურკვეველი ვიღაცები, ვინც „სიღრმიდან, ქვეშიდან მართავენ მსოფლიოს“ და მეორე - „გლობალური ომის პარტია“, რომელიც ყველა ომს იწყებს. გამოდის, რომ ეს ორი „სტრუქტურა“ ფლობს ზესახელმწიფოებრივ ძალებს. თქვე ოჯახაშენებულებო, პუტინის გეშინიათ, ომი არ დაგვიწყოსო და ამათი არ გეშინიათ, თუკი მართლა არსებობენ და ასეთ სუპერძალებს ფლობენ? სიმართლე ისაა, რომ პირდაპირ ვერ აგინებთ ამერიკას და აგინებთ აბსტრაქტულ „დიფ სთეითს“ და „ომის პარტიას“. უშველებელი ეკონომიკის მქონე ჩინეთიც კი ერიდება ამერიკასთან ღია დაპირისპირებას და თქვენ რატომ არ ერიდებით?! თქვენ გეშინიათ ყველაფრის - რუსეთის, ამერიკის, ევროპის, ჩინეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, საკუთარი ხალხის, მაგრამ ყველაზე მეტად გეშინიათ ხელისუფლების დაკარგვის, რადგან ამას მოჰყვება ფარდის ახდა კორუფციაზე, თქვენს მიერ თანხების დატაცებაზე (მარტო თბილისის ავტობუსების ტენდერი რად ღირს) და ეს შიში გაკეთებინებთ ყველაფერს. ამ შიშმა გაგაყალბებინათ არჩევნები, გაქციათ დე-ფაქტო ხელისუფლებად და მოგაქციათ იზოლაციაში. მაგრამ ბატონებო, დიდხანს ვერ დარჩებით ხელისუფლებაში. პირადად მე, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მასობრივი დაჭერების და რეპრესიების წინააღმდეგი ვიყავი, ვარ და ვიქნები, მაგრამ ამასთანავე, მოპარული ფული ხალხისაა და „პროცენტებით“ მოგიწევთ ბიუჯეტში დაბრუნება! შეგახსენებთ, ბიუჯეტი მოსახლეობის და ბიზნესის გადასახადების ხარჯზე ივსება, დე-ფაქტო ხელისუფლება კი პირდაპირ დაგვცინის და არალეგიტიმურ პარლამენტში დეპუტატები ხელფასებს იორმაგებენ და ისამმაგებენ. ეტყობა, უდიპლომო, უცოდინარი ხალხი ხელფასებს რომ ისამმაგებს, მერე „დიფ სთეითს“ უფრო ეფექტურად ებრძვის. P.S. „დიფ სთეითი“ არა იხვის ტოლმა!", - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

2025-02-18 18:02
საზოგადოება

ევროკავშირის მხარდაჭერა ჟურნალისტების მიმართ საქართველოში უცვლელია!

გაიცანით შვიდ კატეგორიაში გამარჯვებული ჟურნალისტები და წაიკითხეთ მათი ნაშრომები

2025-02-17 14:29
საზოგადოება

საქართველოს მოსახლეობის 75% თამბაქოს დასრულების პოლიტიკას ემხრობა

საბოლოო შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 90%-ს ამ დრომდე არ სმენია თამბაქოსგან

2025-02-16 11:43
საზოგადოება

ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ე.წ. "ოცნების ქალაქში" მომხდარ

2025-02-13 12:51
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!

პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა ლოზუნგით - გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი. იგივე ლოზუნგით ოპერირებს

2025-02-11 15:56
საზოგადოება

კონგრესის ბიუროს განცხადება საქართველოში შექმნილ გადაუდებელ ვითარებასთან დაკავშირებით

ქვეყანაში 3-4 თებერვალს კონგრესის პრეზიდენტის, პირველი და მეორე ვიცე-პრეზიდენტების და გენერალური





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები