კახა ოქრიაშვილი: „დაკომპლექტდეს დროებითი პარლამენტი, დროებითი ტექნიკური მთავრობით, რომელიც 6 თვის ვადაში მოამზადებს და უზრუნველყოფს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას“

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „მინდა მადლობა გადავუხადო იმ მამაც ხალხს, ვინც მოვიდა არჩევნებზე და არნახული დაშინების ფონზე ხმა მაინც თავისი შინაგანი რწმენის მიხედვით მისცა.
ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის პოლიტიკიურ განწყობას. „Edison Research“-ის ეგზიტპოლმა, რომელსაც სრულად ვენდობი, რადგან წარსულ არჩევნებზეც, ოფიციალურ შედეგთან მიმართებაში ყველაზე ახლო და ზუსტ მონაცემებს დებდა, ჯამში, ოპოზიციას 52% დაუწერა, 41 ნომერს კი - 41%. ეგ 41 %-იც „ოცნებამ“, რეალურად, 200-ლარიანი მოსყიდვის და მერე მოსყიდული ხალხის კონტროლის შედეგად აიღო. ხალხის ნების გაკონტროლება იმითაც იყო შესაძლებელი, რომ ბიულეტენის ზედმეტად თხელი ქაღალდის გადმოტრიალების შემდეგ სრულიად გარკვევით ჩანდა მარკერით გაფერადებული წრე, რის მიხედვითაც ძალიან ადვილი იყო მიხვედრა, რომელმა ამომრჩეველმა რომელ პარტიას მისცა ხმა.
აღარავინ დავობს, რომ არჩევნები გაყალბდა! რა შეიძლება იყოს სამართლიანი გამოსავალი აღნიშნული სიტუაციიდან? რა თქმა უნდა, მრავალი ვარიანტი არსებობს და ერთ-ერთს შემოგთავაზებთ: იმ არაქართულენოვან უბნებზე, სადაც გაყალბებას მასობრივი ხასიათი ჰქონდა და „ოცნებამ“ 70%-ზე მეტი დაიწერა, ასევე, მთლიანად საჩხერის ოლქში, არჩევნების შედეგები გაუქმდეს. დარჩენილი უბნების შედეგებით კი დაკომპლექტდეს დროებითი პარლამენტი, დროებითი ტექნიკური მთავრობით, რომელიც 6 თვის ვადაში მოამზადებს და უზრუნველყოფს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
დღეს 28 ოქტომბერია. მე მივდივარ მშვიდობიან აქციაზე, რომელიც ჩემი აზრით, სულ 2-3 საათი გაგრძელდება და რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა ყველას დავანახოთ, რომ ძალადობას არ ვეგუებით!", - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.
ნანახია: 657
მსგავსი სიახლეები

VIDEO: თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება მიმდინარეობს!
რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმაც, რომლებიც 26 მაისს

საქართველომ თურქმენეთს კონსტიტუციისა და სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა!
აღნიშნული მეგობრული ქმედება, ისევე როგორც საქართველოს აქტიური მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე

კახა კალაძე „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩში, რომელიც 16 მაისს თბილისში გაიმართება, ვეტერან ფეხბურთე
„დინამო არენაზე“ ხვალ ქართული ფეხბურთის ვეტერანები „ბარსელონას“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს

ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, პროკურატურის თანამშრომლები მასთან დილით მივიდნენ

კახა ოქრიაშვილი: იმედია, "ოცნების" ქაოტური, 180 გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრ
შეუძლებელია, ურთიერთგამომრიცხავი სტრატეგიული ურთიერთობები გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ
clickss