2024-11-02

19:58

კახა ოქრიაშვილი: „მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია. ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია“

საზოგადოება
08-10-2024 13:37

„ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო პროგრამა წარადგინა. არავის სჯერა ამ პროგრამის, რადგან 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე მათი უამრავი დაპირება უფასო ფულზე, გაზზე, ბენზინზე, იაფ კრედიტებზე, მოსახლეობა რომ საკუთარ ჯიბეზე იგრძნობდა ეკონომიკის ზრდას, „წალკოტადქცეულ წყალტუბოზე", ანაკლიის პორტზე და კურორტზე, დაბრუნებულ გარეჯზე" და მრავალი სხვა შეუსრულებელი დარჩა.

დიახ, ლარებში ზრდა გვაქვს ბიუჯეტში, მაგრამ ლარის კურსმა დევალვაცია განიცადა. ამას დავამატოთ ინფლაცია და რასაც 2012 წელს 100 დოლარად, ანუ 167 ლარად ვყიდულობდით, ახლა იგივეს შეძენას 700-800 ლარი სჭირდება.
რის ხარჯზე გაიზარდა ეკონომიკა? ჩვენი ეკონომიკის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი ჩვენივე ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია. ჩვენი მშპ დაახლოებით 28 მლრდ დოლარია და ის მნიშვნელოვანი ნაბიჯებით იზრდება, მაგრამ ყოვეწლიურად ემიგრანტები რიცხავენ 4-დან 4,5 მლრდ დოლარს, რაც ჩვენი მშპ-ს 14-დან 17%-მდე შეადგენს. ანუ, მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, ისინი კი ახერხებენ და ეკონომიკური ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია. წარმოიდგინეთ, პროგრესული მთავრობა რომ გვყავდეს, რა ტემპებით განავითარებდა ქვეყანას.
26 ოქტომბერს ერთად უნდა შევცვალოთ ეს ქურდი, არაფრისმაქნისი, ეკონომიკის მუხრუჭი ხელისუფლება!

მსგავსი სიახლეები

2024-10-31 16:59
საზოგადოება

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

გიორგი კალანდარიშვილმა მისიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ობიექტურად

2024-10-29 15:22
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილს: „გადადგით ღირსეული ნაბიჯი, დანიშნეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები“

სიტუაცია ქვეყანაში სულ უფრო და უფრო იძენს ე.წ. ძაბრისებრ ეფექტს, რასაც მოვლენები იქამდე მიჰყავს, რომ პოლიტიკური მანევრირების სივრცე

2024-10-28 12:36
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: „დაკომპლექტდეს დროებითი პარლამენტი, დროებითი ტექნიკური მთავრობით, რომელიც 6 თვის ვა

აღარავინ დავობს, რომ არჩევნები გაყალბდა! რა შეიძლება იყოს სამართლიანი გამოსავალი აღნიშნული სიტუაციიდან? რა თქმა უნდა,

2024-10-27 22:13
საზოგადოება

ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა წარმატებით განხორციელდა - ცესკოს თავმჯდომარის ბრიფინგი

აღნიშნულიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის

2024-10-26 22:47
საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

არჩევნებმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. ამომრჩეველთა აქტივობა და ის ფაქტი, რომ პროცესი წარიმართა ფაქტობრივად ხარვეზები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები