2024-10-09

07:02

კახა ოქრიაშვილი: „26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ“!

საზოგადოება
01-10-2024 10:44

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თურმე, 2012 წლიდან „ბეწვის ხიდზე უწევთ სიარული“. მარტო დადიან ამ ბეწვის ხიდზე თუ ეს ქვეყანაც დაჰყავთ, ამ განცხადებიდან გაურკვეველია. ან 2012 წლიდან რატომ დადიან, როცა ამ ქვეყანას 3 000-წლიანი სახელმწიფოებრიობის  გამოცდილება და ისტორია აქვს, მაგრამ ივანიშვილისთვის წელთაღრიცხვა 2012 წლიდან იწყება.

დიახ, ჩვენი ქვეყანა მრავალჯერ იყო ბეწვის ხიდზეც, ძლიერიც, დაცემულიც, მაგრამ არასდროს დანებებული და დამონებული. ახლა კი სახეზეა ჩვენი ხალხის დამონების მცდელობა და ამის მაგალითს ყოველდღიურად გვიჩვენებს „ქართული ოცნების“ ლიდერშიპი, როცა რუსეთის „უკანა ეზოში“ მიძვრება და აქტიურად უხდის ბოდიშებს ჩვენს მტერს.

ჰოდა, 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მშვიდად, ღირსებით, ყოველგვარი ომის გარეშე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა მყარ ნიადაგზე, ევროპისკენ, რადგან სწორედ ევროპაა მშვიდობაც, კეთილდღეობაც და მყარი ნიადაგიც ჩვენს ფეხქვეშ!", - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

2024-10-08 13:37
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: „მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უ

კახა ოქრიაშვილი: „მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია. ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია“.

2024-10-07 11:55
საზოგადოება

ინფორმაცია საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტის ეტაპების და ამ პროცესში შესასწავლი საკითხებ

საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, შესაბამისობის აუდიტის კიდევ ერთხელ განხორციელებით, გაითვალისწინოს

2024-10-05 18:24
საზოგადოება

საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვევე

დღესვე, სხდომაზე ცესკომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განკარგულება მიიღო და არჩევნებისთვის კენჭისყრი

2024-10-04 01:04
საზოგადოება

PACE-ის წევრების დეკლარაცია - საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, რომლებიც აჩვენებს თუ როგორ ემზა

ამომრჩევლებს, ასევე, აშინებენ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, რომელიც კითხვის ქვეშ აყენებს ხმის

2024-10-03 17:58
საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წე

ამ შემთხვევაში, ამომრჩეველი ამომრჩეველთა ერთიან სიაში მოხვდება ბოლო რეგისტრაციის ადგილის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები