2025-05-24

01:22

კახა ოქრიაშვილი: ეს არის ნონსენსი, რომელსაც ქართველი ხალხი ოქტომბერში გამოასწორებს!

საზოგადოება
06-08-2024 10:47
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 
დღეს ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომ ქუთაისში, პარლამენტის შენობაში, მითიური ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რაც ვერავინ გაიგო, რას ნიშნავს. 12 წელია, ამ შენობის ფუნქციას ეძებენ - ხან პოლიციის ჰაბად გამოაცხადეს, ხან რად და ხან რად. ეს არის ამ ხელისუფლების უუნარობის ნათელი მაგალითი, პირველ რიგში, ეკონომიკაში.
ის ეკონომიკური ზრდაც, რაც ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ფიქსირდება, ჩვენი მიგრანტების დამსახურებაა, რადგან მათ მიერ ყოველწლიურად ჩამორიცხული 3 მილიარდ დოლარზე მეტი, სხვადასხვა დროს, ჩვენი მშპ-ს 14%-დან 17 %-მდე შეადგენს. ნორმალური მთავრობის პირობებში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 2-ჯერ მეტი უნდა ყოფილიყო. ესეც კიდევ ერთი დასტურია ჩვენი ხელსუფლების აბსოლუტური უუნარობისა ქვეყნის და პირველ რიგში, ეკონომიკის განვითარების კუთხით.
მათ ვერ მოუძებნეს ფუნქცია საქართველოს გულში აშენებულ უმშვენიერეს შენობას და ვითარება უფრო დიდ მასშტაბში რომ დავინახოთ, კიდევ უფრო უარეს სურათს მივიღებთ - უკვე დიდწილად აშენებულ ევროკავშირის წევრობასაც გვინგრევენ!
რატომ ?! - ერთადერთი მიზნის, ძალაუფლების შენარჩუნების გამო. ჩვენს ხალხს ევროკავშირის წევრობა სურს, ჩვენს ხელისუფლებას კი აბსოლუტურად საწინააღმდეგო. ეს არის ნონსენსი, რომელსაც ქართველი ხალხი ოქტომბერში გამოასწორებს!", - ნათქვამია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.  

მსგავსი სიახლეები

2025-05-22 15:55
საზოგადოება

VIDEO: თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება მიმდინარეობს!

რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმაც, რომლებიც 26 მაისს

2025-05-19 10:01
საზოგადოება

საქართველომ თურქმენეთს კონსტიტუციისა და სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა!

აღნიშნული მეგობრული ქმედება, ისევე როგორც საქართველოს აქტიური მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე

2025-05-15 14:46
საზოგადოება

კახა კალაძე „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩში, რომელიც 16 მაისს თბილისში გაიმართება, ვეტერან ფეხბურთე

„დინამო არენაზე“ ხვალ ქართული ფეხბურთის ვეტერანები „ბარსელონას“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს

2025-04-29 11:08
საზოგადოება

ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, პროკურატურის თანამშრომლები მასთან დილით მივიდნენ

2025-04-15 13:07
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: იმედია, "ოცნების" ქაოტური, 180 გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრ

შეუძლებელია, ურთიერთგამომრიცხავი სტრატეგიული ურთიერთობები გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები