Edison Research: მოსახლეობის 71% ამბობს, რომ დროა, სხვა პარტიას მიეცეს ქვეყნის მართვის შანსი

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 29% ამბობს, რომ პარტია "ქართულმა ოცნებამ" ხელახლა არჩევა დაიმსახურა, 71%-ის აზრით კი, დროა, სხვა პარტიას მიეცეს ქვეყნის მართვის შანსი.
წინა კვლევებთან შედარებით, გაზრდილია მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სხვა პარტიამ უნდა მართოს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.
ნანახია: 808
მსგავსი სიახლეები

ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC-ის მედალოსანი ქართული ღვინოების დეგუსტაცია UK Sommelier of the Ye
ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC-ის მედალოსანი ქართული ღვინოების დეგუსტაცია UK Sommelier of the Year 2025-ზე გაიმართა

VIDEO: თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება მიმდინარეობს!
რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმაც, რომლებიც 26 მაისს

საქართველომ თურქმენეთს კონსტიტუციისა და სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა!
აღნიშნული მეგობრული ქმედება, ისევე როგორც საქართველოს აქტიური მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე

კახა კალაძე „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩში, რომელიც 16 მაისს თბილისში გაიმართება, ვეტერან ფეხბურთე
„დინამო არენაზე“ ხვალ ქართული ფეხბურთის ვეტერანები „ბარსელონას“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს

ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, პროკურატურის თანამშრომლები მასთან დილით მივიდნენ
clickss