2024-09-20

16:55

კახა ოქრიაშვილი: „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს“

საზოგადოება
24-07-2024 12:43
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 
„სამწუხარო რამ ხდება ჩვენს ქვეყანაში. „ოცნებამ“ პრაქტიკულად გაწყვიტა  ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც პირველ რიგში, გამოიხატა ანტიდემოკრატიული, მათ შორის, ე.წ. რუსული კანონების მიღებით. არადემოკრატიული მმართველობის ქვეშ მყოფი ქვეყნები, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები, ავიწროებენ ოპოზიციას, არ ტარდება სამართლიანი არჩევნები, არ არის თავისუფალი სასამართლო და შედეგად, ყველაფერი შიშით იმართება, არასდროს მოხვედრილან და ვერც მოხვდებიან ევროკავშირში. მაგრამ ამავდროულად, „ოცნების“ მთელი პროპაგანდა, პრემიერიდან რიგით დეპუტატამდე, იმაზეა აგებული, რომ საქართველო 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება.  

თუ ოცნება დარჩება ხელისუფლებაში, ვერასდროს გავხდებით დასავლეთის ნაწილი.

დღეს „ოცნება“ ორმაგ თამაშს თამაშობს და არსებობს დიდი საშიშროება, ამ ორმაგი თამაშით ქვეყანა ომში გახვიოს. ამ ხელისუფლების სიტყვას არ ენდობა არც დასავლეთი და აღარც რუსეთი. რუსეთმა იცის, რომ „ოცნება“ „აფერისტი“ პოლიტიკური ძალაა, რომელმაც 2012 წელს მიცემული დაპირება არ შეუსრულა. ისევე, როგორც არ შეუსრულა დაპირებები დასავლეთს და ახლა ჩინეთის მოტყუებას ცდილობს. სამწუხაროდ, ისეთი თამაშები, როცა არ გაგაჩნია, არც ეკონომიკა, არც თავდაცვისუნარიანობა და აღარც შენს სიტყვას აქვს ფასი, ცუდად მთავრდება. „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე და კატასტროფამდე მიგვიყვანს.

მე მხოლოდ ქართველი ხალხის იმედი მაქვს.

ეს არჩევნები, ერთის მხრივ, იქნება - „ოცნება“, ომი, ემიგრაცია, ძალადობა, სიტყვის გატეხა, რეგრესი, ხოლო მეორეს მხრივ, ხალხი და კოალიციური ხელისუფლება, მშვიდობა, განვითარების პერსპექტივა, პროგრესი და შესაძლებლობების ფანჯარა ყველა მიმართულებით!", - ნათქვამია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.  

მსგავსი სიახლეები

2024-09-17 10:44
საზოგადოება

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მ

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციები შეეხო ალტ-ინფოს დამფუძნებელს, კონსტანტინე მორგოშიას. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის

2024-09-16 13:32
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!

ეს არ არის უბრალო ბოდიში, ეს არის საქართველოს დადანაშაულება და რუსეთის გამართლება. ეს ეხება არამარტო 2008 წლის ომს, არამედ ყველა

2024-09-13 13:21
საზოგადოება

2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა

ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა

2024-09-13 10:43
საზოგადოება

M4EG საქართველოში: ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული სტარტაპების მსოფლიო თა

წლევანდელ კონკურსში კომპანია „ტელაგრიმ” გაიმარჯვა, რომელიც ფერმერებს კონსულტაციებისთვის დარგის წამყვან სპეციალისტებთან

2024-09-11 12:27
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტ

თუმცა, ბატონმა ივანიშვილმა მეც და ჩვენი ხალხიც მრავალჯერ მოგვატყუა და თუ მთელი ერს ატყუებს,





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები