2025-01-15

03:10

პროექტისთვის „ცესკოს საარჩევნო სკოლა“ ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს

საზოგადოება
01-07-2024 17:46

8 ივლისიდან საგანმანათლებლო პროექტი „ცესკოს საარჩევნო სკოლები“ იწყება. პროექტის დაწყებამდე კი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ტრენერთა ტრენინგი (ToT). სწავლება, რომელიც რამდენიმე ეტაპად ხორციელდება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საარჩევნო ადმინისტრაცია ტრადიციულად აგრძელებს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რაც ადმინისტრაციისთვის არის კარგი შესაძლებლობა 2024 წლის საერთო არჩევნებისთვის გადაამზადოს პოტენციური საარჩევნო ადმინისტრატორები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასწავლო პროექტი წელს პირველად განსხვავებული კონცეფციით ჩატარდება. საარჩევნო ტექნოლოგიების ინტერვენციამ ადმინისტრაცია მრავალი გამოწვევის წინაშე დააყენა, მათ შორის ერთ-ერთი იყო კვალიფიციური საკადრო რესურსი. სწორედ ამიტომ, პროექტის უმთავრეს მიზანს საარჩევნო საკითხებთან და განსაკუთრებით, ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მონაწილეების ცნობიერების ამაღლება, ხოლო მეორე მხრივ, პოტენციური საარჩევნო ადმინისტრატორების გადამზადება წარმოადგენს. საარჩევნო სკოლის წარმატებით განხორციელებისთვის კი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გადამზადების ციკლი იმ პოტენციური ტრენერებისთვის, რომლებიც შემდგომ ჩაერთვებიან ამ პროექტში და მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაამზადებენ მონაწილეებს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ტრენერთა ტრენინგის გახსნისას. 

ტრენერთა ტრენინგი 24 ივნისს დაიწყო და 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. უშუალოდ საგანმანათლებლო პროექტი კი 8 ივლისს დაიწყება და მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

2025-01-14 14:40
საზოგადოება

ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა

აფეთქება, სავარაუდოდ, შენობის მეოთხე სართულზე მოხდა. აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ფასადი და კედლები

2025-01-13 12:56
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას!

რაკი PSP ჯგუფი წარმოადგენს სამედიცინო კომპანიას, ჩვენ არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ გვაქვს,

2025-01-09 17:53
საზოგადოება

ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებულ გალში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო

5 იანვარს სოფელ საბერიოში კერძო სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა, რომელთაგან ყველაზე პატარა

2025-01-08 17:27
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: „დიფ სთეითი“ არა იხვის ტოლმა !

ერთი „დიფ სთეითია“, ანუ გაურკვეველი ვიღაცები, ვინც „სიღრმიდან, ქვეშიდან მართავენ მსოფლიოს“

2025-01-01 13:26
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: გილოცავთ დამდეგ 2025 წელს - შევხვდებით რუსთაველზე !

დემოკრატიულმა სამყარომ ეს არჩევნები არ სცნო დემოკრატიულად, მაგრამ ამაში პოზიტივიც უნდა დავინახოთ - ეს იყო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები