2024-07-21

04:19

კახა ოქრიაშვილი: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაყინულია!

საზოგადოება
24-06-2024 14:57
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაყინულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყინულია პერსპეტივა, ქართველი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 4 500 ლარი გახდეს!
___________________
განათლების სამინისტრო ირწმუნება, რომ მასწავლებლების ხელფასების ზრდაში ნახტომი კი არა, გარღვევა აქვთ. თუმცა, მათივე მონაცემებით, მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1 230 ლარს შეადგენს და ივლისიდან უნდა გაიზარდოს.
ამ თანხით საქართველოში ღირსეულად ცხოვრებაც შეუძლებელია, პერსპეტივაზე ხომ საერთოდ საუბარი არ არის. ეს მაშინ, როცა ესტონეთში მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1 500 ევროს აღემატება, ლიეტუვაში ოდნავ ნაკლებია და ჩვენი ქვეყნის ვალუტაში თუ გადავიყვანთ, დაახლოებით 4 500 ლარს შეადგენს, რაც ქართველი მასწავლებლის ხელფასზე 3,5-ჯერ მეტია. განგებ ვადარებ ქართველი და სხვა ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მასწავლებლების საშუალო ხელფასებს და არა გერმანია-საფრანგეთს, სადაც ანაზღაურება გაცილებით მაღალია.
რა არის დასკვნა: „რუსული კანონის“ მიღებით, „ოცნებამ“ ევროკავშირის ღია კარი მიაჯახუნა. 25 ივნისს ევროკავშირი მოლდოვასთან და უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს ოფიციალურად იწყებს, ჩვენს შემთხვევაში კი კანდიდატის სტატუსი, რომელიც ისედაც ავანსად მოგვანიჭეს, გაყინულია. ეს იმას ნიშნავს, რომ გაყინულია პერსპეტივა, ქართველი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 4 500 ლარი გახდეს. ეს ეხება მასწავლებელსაც, პოლიციელსაც, კერძო და თუ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ნებისმიერ ადამიანს და მათ ოჯახებს.
„ოცნებას“ კი, როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ მასწავლებლების ხმების ყიდვა სურს, თანაც მუქთად. მსურს, ეს პოსტი ყველა მასწავლებელმა ნახოს და თავად გადაწყვიტოს, რა უფრო მნიშვნელოვანია - ხელფასის 125-ლარიანი ზრდა თუ ევროპული პერსპექტივა და 4 500-ლარიანი ხელფასი და ამის შემდეგ მისცეს ხმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე", - ნათქვამია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

2024-07-08 17:51
საზოგადოება

პოლიტიკური დინამიკა საქართველოში: ეროვნულ ინტერესებსა და საერთაშორისო ზეწოლას შორის

საქართველო შეძლებს, გაუძლოს დასავლეთის სასანქციო ზეწოლას, თუ ქვეყანა „მდუმარე მოკავშირეობის“ მდგომარეობას მაინც შეინარჩუნებს ჩვენს რეგიონულ მეზობლებთან

2024-07-01 17:46
საზოგადოება

პროექტისთვის „ცესკოს საარჩევნო სკოლა“ ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს

საარჩევნო ადმინისტრაცია ტრადიციულად აგრძელებს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რაც ადმინისტრაციისთვის არის კარგი შესაძლებლობა

2024-06-24 14:57
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაყინულია!

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაყინულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყინულია პერსპეტივა

2024-06-12 17:53
საზოგადოება

AZERTAC-ი მკაცრად გმობს საფრანგეთის ხელისუფლების მიკერძოებულ პოზიციას სააგენტოს ჟურნალისტის მიმართ!

საფრანგეთის მიერ მედიის წარმომადგენლის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების შედეგად, AZERTAC-ის კორესპონდენტი რამდენიმე საათის

2024-06-04 10:12
საზოგადოება

საქართველოს დედაქალაქში იტალიის ეროვნული დღესასწაული აღინიშნა

იტალიისა და საქართველოს ჰიმნები ნიჭიერმა ახალგაზრდა მეცო სოპრანო ნინო კიკილაშვილმა იმღერა, ვოკალური ჯაზ-კომპოზიციები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები