2025-03-19

19:58

კახა ოქრიაშვილი: „ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება“!

საზოგადოება
22-05-2024 13:37
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 
„ბატონი კობახიძის თურქეთში ვიზიტის დროს დაესვა წერტილი ბოლო პერიოდის ყველაზე დიდ პოლიტიკურ აფერას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იხსნა საქართველო ომისგან და ახლაც არიდებს ქვეყანას ომს. პირველი კითხვაა, მაინც ვისთან ომისგან გვიხსნა „ოცნებამ“, როცა ქართველი ხალხი მიიჩნევს, რომ ჩვენს სუვერენიტეტს მხოლოდ რუსეთი ემუქრება, ხოლო „ოცნება“ მიიჩნევს, რომ გვემუქრება ევროპა და ამერიკა, ანუ ის, ვინც რეალურად უზრუნველყოფდა ჩვენს სუვერენიტეტს 90-იანი წლებიდან მოყოლებული.
და რა შუაშია კობახიძის ვიზიტი თურქეთში?
თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა კობახიძესთან შეხვედრაზე პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს უსაფრთხოებაზე თურქეთი ზრუნავს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ჩვენს ქვეყანაში ვერ შემოიჭრება და ომს ვერ გაგვიჩაღებს, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს და მუშაობს სამხრეთის დერეფანი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ეკონომიკური ინტერესი და ზოგადად, თურქულ-შუააზიურ-ჩინური ინტერესები. ასე რომ, ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება“!, - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

2025-03-17 11:06
საზოგადოება

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მორაგბე

მთავრობის მეთაურმა მორაგბეებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება და 2025 წლის „რაგბი ევროპის"

2025-03-08 11:43
საზოგადოება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანი

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ

2025-03-08 10:27
საზოგადოება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიმართვა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირები

ქმედება კანონების გაძლიერებისა და აღსრულებისთვის, რათა ძალადობის ყველა ფორმა აღმოიფხვრას

2025-02-28 16:25
საზოგადოება

დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო

მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე, დღეს დილიდან, დასავლეთ საქართველოში

2025-02-28 12:06
საზოგადოება

იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის

დემოკრატიული ღირებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით, პროექტის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები