2025-03-20

16:18

კახა ოქრიაშვილი - „ოცნებაზე“ - „დადიან და ოჯახს გვიყროლებენ!“

საზოგადოება
17-05-2024 15:57
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 
დღეს ოჯახის სიწმინდის დღეა. რატომაა ოჯახის სიწმინდის დღე მხოლოდ ერთი დღე წელიწადში? ნებიმისიერი ქართველისთვის ოჯახი წმინდაა და ის წმინდაა მთელი ცხოვრების განმავლობაში. და რა არის ოჯახი?! მხოლოდ მეუღლე და შვილებია, თუ საქართველოც ჩვენი დიდი ოჯახია? ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება.
________
როდესაც საქართველო კორუფციამ მოიცვა, ეს იგივეა, რომ ოჯახის უფროსი თავის შვილებს ფულს პარავს და მომავალს უსპობს! დღეს არ ჩამოვთვლი დადასტურებულ, ათი ათასობით მსხვილ კორუფციულ ფაქტს.
როდესაც შენს ოჯახში, საქართველოში, არის ტოტალური ძალადობა, კორუფციული ფულის გამოყენებით, ეს იგივეა, რომ ოჯახის უფროსი პერიოდულად თვრება და ურტყამს საკუთარ შვილებს!
აღარ ვიცი, რა ვუწოდო „ოცნებას“ - რუსული, ქართული, კორუფციული, ძალადობრივი. სახელს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს - დადიან და ოჯახს გვიყროლებენ!
___________
ჩვენთვის, პატრიოტი ქართველებისთვის ცხოვრების მთავარი მოტივაცია ჩვენი ქვეყნის, როგორც დიდი ოჯახის სიწმინდე და ნათელი მომავალია. „ოცნების“ მოტივაცია კი ნაქურდალის შენარჩუნება და კორუფციული აწმყოს გახანგრძლივებაა და ამ მიზნისთვის, როგორც ბოლო 1 თვეა დავრწმუნდით, მზად არიან, ჩვენი წმინდა ოჯახი და სამშობლო პირდაპირი მნიშვნელობით გაყიდონ, რათა ასიოდე ოჯახმა შეინარჩუნოს და მოიხმაროს ჩვენი, ყველას ოჯახებიდან ნაქურდალი.
ყოველგვარი გაბრაზების, ძალადობის გარეშე გავუშვებთ „ოცნებას“ ხელისუფლებიდან და ვაიძულებთ ნაქურდალის დაბრუნებას სახელმწიფო ბიუჯეტში!“, - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

2025-03-17 11:06
საზოგადოება

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მორაგბე

მთავრობის მეთაურმა მორაგბეებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება და 2025 წლის „რაგბი ევროპის"

2025-03-08 11:43
საზოგადოება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანი

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ

2025-03-08 10:27
საზოგადოება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიმართვა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირები

ქმედება კანონების გაძლიერებისა და აღსრულებისთვის, რათა ძალადობის ყველა ფორმა აღმოიფხვრას

2025-02-28 16:25
საზოგადოება

დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო

მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე, დღეს დილიდან, დასავლეთ საქართველოში

2025-02-28 12:06
საზოგადოება

იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის

დემოკრატიული ღირებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით, პროექტის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები