2025-07-02

08:56

კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!

საზოგადოება
09-05-2024 19:30
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 
პრაქტიკულად, შეიძლება დავასკვნათ, რომ „ოცნების“ მმართველობის პირობებში, არანაირი ევროპული პერსპექტივა არ გვექნება. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვის უკვე გაუქმებულია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც და ის ცხრა მოთხოვნაც, რაც ამ სტატუსთან იყო დაკავშირებული. ქართველმა ხალხმა „ოცნების“ მიერ გაფორმებულ ახალ რეალობაში გავიღვიძეთ, სადაც თურმე, ყველანაირი ძალადობა „მოსულა“.
2012 წელს „ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, როგორც ძალადობასთან მებრძოლი და ზედმიწევნით სამართლიანი პოლიტიკური ორგანიზაცია. გასულმა დღეებმა კი დაამტკიცა, რომ „ოცნება“ არის ძალადობრივი, უსამართლო პოლიტიკური გაერთიანება. „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს. ასევე, თუ ოცნება „გაიფორმებს“ გამარჯვებას ოქტომბრის არჩევნებზე, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმიც გაგვიუქმდება, ქვეყანა რუსეთის და ირანის სატელიტად იქცევა და დაკარგავს პერსპექტივას და სუვერენიტეტს.
და რა არის გამოსავალი? 1. მშვიდობიანი, არაძალადობრივი სამოქალაქო პროტესტი დღევანდელი დღიდან არჩევნების დღემდე. 2. ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, წავიყვანოთ ოჯახის წევრები და ხმა მივცეთ საქართველოს ევროპულ მომავალს, ანუ ნებისმიერ ძალას, „ოცნების“ გარდა!", - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

2025-05-22 15:55
საზოგადოება

VIDEO: თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება მიმდინარეობს!

რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმაც, რომლებიც 26 მაისს

2025-05-19 10:01
საზოგადოება

საქართველომ თურქმენეთს კონსტიტუციისა და სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა!

აღნიშნული მეგობრული ქმედება, ისევე როგორც საქართველოს აქტიური მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე

2025-05-15 14:46
საზოგადოება

კახა კალაძე „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩში, რომელიც 16 მაისს თბილისში გაიმართება, ვეტერან ფეხბურთე

„დინამო არენაზე“ ხვალ ქართული ფეხბურთის ვეტერანები „ბარსელონას“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს

2025-04-29 11:08
საზოგადოება

ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, პროკურატურის თანამშრომლები მასთან დილით მივიდნენ

2025-04-15 13:07
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: იმედია, "ოცნების" ქაოტური, 180 გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრ

შეუძლებელია, ურთიერთგამომრიცხავი სტრატეგიული ურთიერთობები გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები