2025-03-19

20:18

ცესკოს დელეგაცია აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდა

საზოგადოება
12-02-2024 18:00

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დელეგაცია თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდა.

საპრეზიდენტო არჩევნებზე ცესკოს დელეგაცია აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მოწვევით, საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა.  გიორგი კალანდარიშვილი, ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, ცესკოს წევრები არჩილ ანასაშვილი და გიორგი ძაგანია საუბნო საარჩევნო კომისიების გახსნას, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასა და საუბნო საარჩევნო კომისიების დახურვის პროცესს უშუალოდ დააკვირდნენ. ასევე დაესწრნენ კენჭისყრის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-ბრიფინგს. 

„გავეცანით წინასაარჩევნო სამზადისს კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით. ჩვენი მანდატის ფარგლებში  გვქონდა შესაძლებლობა კენჭისყრის დღეს, დედაქალაქის მასშტაბით, დავკვირვებოდით როგორც საარჩევნო უბნების გახსნის, ისე კენჭისყრის მიმდინარეობის, დახურვისა და შედეგების ცესკოში გადაცემის პროცესს. ასევე გვქონდა მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ ჩვენი მოსაზრებების კოლეგებთან ურთიერთგაცვლის შესაძლებლობა“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ცესკოს დელეგაციის წევრები აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მაზაჰირ პანაჰოვს და  ცესკოს სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ და მიიღეს ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული სამუშაოების შესახებ. ასევე შედგა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ცესკოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგნლებთან, სადაც მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს აზერბაიჯანში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ასევე, განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.  

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში 7 თებერვალს გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

2025-03-17 11:06
საზოგადოება

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მორაგბე

მთავრობის მეთაურმა მორაგბეებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება და 2025 წლის „რაგბი ევროპის"

2025-03-08 11:43
საზოგადოება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანი

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ

2025-03-08 10:27
საზოგადოება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიმართვა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირები

ქმედება კანონების გაძლიერებისა და აღსრულებისთვის, რათა ძალადობის ყველა ფორმა აღმოიფხვრას

2025-02-28 16:25
საზოგადოება

დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო

მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე, დღეს დილიდან, დასავლეთ საქართველოში

2025-02-28 12:06
საზოგადოება

იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის

დემოკრატიული ღირებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით, პროექტის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები