2025-04-23

15:22

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს 91-ე დაბადების დღე მიულოცა

საზოგადოება
05-01-2024 10:31

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ 91-ე დაბადების დღეს.

ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღვარი ჰყავს. თითქმის ნახევარი საუკუნეა, მისი უწმინდესობის სიბრძნითა და მოყვასისადმი სიყვარულით გამორჩეული მოღვაწეობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი სამოქალაქო და სულიერი ცხოვრების განვითარებაში, ქართველთა ერთობის განმტკიცებაში, საზოგადოებაში უზენაეს ფასეულობათა დამკვიდრებაში.

ზნეობის, სულიერი სიმშვიდისა და შორსმჭვრეტელობის მაგალითები, რომელთაც ჩვენი პატრიარქი საკუთარი ცხოვრებით გვიჩვენებს, სანიმუშოა არა მხოლოდ მართლმადიდებელთა, არამედ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის. მისი ღვაწლი საქართველოს უდიდეს შვილთა მემკვიდრეობის გაგრძელება და მომავალ თაობათა სახელმძღვანელოა.

დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

მსგავსი სიახლეები

2025-04-15 13:07
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: იმედია, "ოცნების" ქაოტური, 180 გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრ

შეუძლებელია, ურთიერთგამომრიცხავი სტრატეგიული ურთიერთობები გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ

2025-04-11 15:17
საზოგადოება

ევროკავშირის ახალი საინფორმაციო პუნქტი საქართველოს ქალაქ ახალციხეში გაიხსნა

საინფორმაციო პუნქტი იქნება პლატფორმა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდობისა და მედიისთვის

2025-04-10 17:34
საზოგადოება

პროექტს თავად სძენ მუხტს იყოს საინტერესო, გახადო მიმზდველი საზოგადოებისთვის და ის გრძელვადიან პროექტ

თითქმის 20 წელი ჯეპრაში ვარ… ამ ხნის განმავლობაში იმდენი რამ შეიცვალა. გავიზარდეთ, განვითარდით, დავიხვეწეთ…

2025-04-10 16:14
საზოგადოება

თბილისში მშვიდობის, ნდობის საერთაშორისო წლისა და თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლისთავისადმი

დამსწრე საზოგადოებასთან საუბრისას, თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დ. სეითმამედოვმა

2025-04-09 13:20
საზოგადოება

VIDEO: 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი დრამიდან 36 წელი შესრულდა!

დარბევის შედეგად 21 ადამიანი ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები