2026-11-17

15:17

დიაბეტის მსოფლიო დღის აღსანიშნავად თბილისში კონფერენცია გაიმართება „ვიმოქმედოთ დროულად დიაბეტის წინააღმდეგ“

17-11-2026 14:55

17 ნოემბერს, 18:00 საათზე, თბილისის საკრებულოში (თავისუფლების მოედანი №2) დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს დიაბეტის კავშირი. კონფერენცია მიზნად ისახავს დიაბეტისა და პრედიაბეტის ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და მართვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

2026-2027 წლების კამპანიის თემაა – „ვიმოქმედოთ დროულად დიაბეტის წინააღმდეგ“.
წლევანდელი კამპანიის მთავარი გზავნილი დიაბეტის დროული გამოვლენის, დაავადებასთან დაკავშირებული რისკების შემცირების, მისი ადრეული ნიშნების ამოცნობისა და შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას უკავშირდება.

კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება პრედიაბეტისა და დიაბეტის სკრინინგის, მკურნალობისა და მართვის აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო რეკომენდაციებს, თანამედროვე მიდგომებსა და დაავადების დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობას. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შაქრიან დიაბეტთან დაკავშირებულ პათოლოგიურ ცვლილებებს, მათ შორის თვალის ყველაზე გავრცელებულ და ვერაგ გართულებას — დიაბეტურ რეტინოპათიას, რომელიც დიაბეტის მქონე პაციენტებში სიბრმავის მთავარი და ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

შეგახსენებთ, რომ ამ დაავადების გართულებების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში უკვე რამდენიმე თვეა ინტენსიურად მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია „აკონტროლე მხედველობა მარტივად დიაბეტის დროს #სულრომგვხედავდე“. კამპანიის ფარგლებში ენდოკრინოლოგები და ოფთალმოლოგები ერთობლივად მუშაობენ დიაბეტური რეტინოპათიის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მხედველობაზე რეგულარული ზრუნვის კულტურის ჩამოყალიბებაზე.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ოჯახის ექიმები, ენდოკრინოლოგები და დარგის სპეციალისტები. კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებს თემატურ მოხსენებებსა და პროფესიულ დისკუსიებს, რომელთა ფარგლებშიც მონაწილეები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებასა და საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ სიახლეებს გაუზიარებენ. ღონისძიებაში ასევე ჩაერთვებიან საქართველოში აკრედიტებული ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც დიაბეტის მიმართულებით საქმიანობენ.

კონფერენციის ორგანიზატორების განცხადებით, დიაბეტის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ თანამედროვე მკურნალობის მეთოდებს, არამედ დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობას, დროულ სკრინინგსა და პრევენციულ ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას.

ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს სამედიცინო საზოგადოების პროფესიულ ჩართულობას, გამოცდილების გაზიარებასა და დიაბეტის ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.

ცნობისათვის,  14 ნოემბერს მთელი მსოფლიო ზეიმობს დიაბეტის მსოფლიო დღეს. საქართველო ამ დღეს 1992 წლიდან აღნიშნავს. დიაბეტის მსოფლიო დღე მნიშვნელოვანი შეხსენებაა, რომ შაქრიანი დიაბეტი წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემას და მისი გავრცელება სტაბილურ ზრდას განიცდის.

2026 წლების დიაბეტის გლობალური კამპანიის თემემაა „ვიმოქმედოთ დროულად დიაბეტის წინააღმდეგ“ კამპანია გლობალურ პლატფორმას ქმნის დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის, ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, მედიისთვის, საზოგადოებისა და სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რათა გაზარდონ დიაბეტის შესახებ ცნობიერება და გააუმჯობესონ დიაბეტით დაავადებულთა ცხოვრება.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები