IWSC საქართველოში მეხუთე, საიუბილეო საერთაშორისო კონკურსს ჩაატარებს
მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ღვინისა დასპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსიIWSC წელს საქართველოში მეხუთედ დაბრუნდებადა საიუბილეო ღონისძიებას გამართავს. კონკურსი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველიმეღვინეებისთვის, კიდევ უფრო გააძლიერონქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობა, მოიპოვონ პროფესიული აღიარება და დაამყარონახალი საქმიანი კავშირები გლობალურ ბაზარზე.
IWSC 2027 Wine & Spirits Judging in Georgia, რომელიცსაქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსა დაგურჯაანის ღვინის ფესტივალთან პარტნიორობითეწყობა, პირველად იმერეთის რეგიონში, ქუთაისშიჩატარდება. ჟიურის წევრებს შესაძლებლობაექნებათ, ქართული ღვინის მრავალფეროვნებადასავლეთ საქართველოს მაგალითზე აღმოაჩინონ.2027 წლის ღვინისა და სპირტიანი სასმელების შეფასების ღონისძიება 23–28 ნოემბერს, გაიმართება.
საქართველოში IWSC-ის მეხუთე ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ღვინის მიმართ საერთაშორისო პროფესიული საზოგადოების მზარდ ინტერესს და ქვეყნის, როგორც ღვინის უძველესი კულტურისა და მრავალფეროვანი მეღვინეობის ტრადიციების მქონე სახელმწიფოს, პოზიციონირებისმნიშვნელობას.
კონკურსში მონაწილეობა ქართველ მეღვინეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი პროდუქცია საერთაშორისო დონის ექსპერტების შეფასებით წარადგინონ, მიიღონ გლობალური აღიარება და გაზარდონ ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი.
ტრადიციულად, IWSC საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდს ჩამოიყვანს, რომელთა შორის იქნებიან დიდი ბრიტანეთის წამყვანი ღვინის დიერები, სომელიეები, იმპორტიორები და დისტრიბუტორები. მათი გამოცდილებითა და ცოდნით კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება.ჟიურის შემადგენლობას IWSC-ის გამოცდილი მსაჯი, Michelin-ის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნის Trivet-ის დამფუძნებელი და დირექტორი ისა ბალი (Isa Bal MS) უხელმძღვანელებს, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია და განვითარებადი რეგიონების აქტიური მხარდამჭერია. ღვინის დანარჩენი მსაჯების, ისევე როგორც სპირტიანი სასმელების ჟიურის წევრთა ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
რა შესაძლებლობებს ქმნის IWSC-ის მედალი ქართველი მეღვინეებისთვის?
The Buyer.
საერთაშორისო ღონისძიებაზე, რომელსაც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის 300-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.
2027 წლის კონკურსის შეფასების შედეგები 7 დეკემბერს გამოცხადდება. IWSC-ის მეხუთესაიუბილეო ღონისძიება კიდევ ერთიმნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული ღვინისსაერთაშორისო პოზიციების გასაძლიერებლადდა ქართველი მეღვინეებისთვის იმშესაძლებლობების გასაფართოებლად, რომლებიც ადგილობრივ პროდუქტს მსოფლიობაზარზე მეტ ცნობადობასა დაკონკურენტუნარიანობას შესძენს.
მონაწილეობისთვის შეავსეთ განაცხადი:
https://iwsc.net/iwsc-2027-wine-and-spirit-judging-in
2022 წლიდან მოყოლებული, IWSC საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საერთაშორისო პროექტად ჩამოყალიბდა. პროექტის მთავარი მიზანია საერთაშორისო ექსპერტები უშუალოდ საქართველოში გაეცნონ ქართულ ღვინოს, მის ისტორიას, კულტურასა და მეღვინეებს. შეფასების პარალელურად, ჟიურის წევრები სტუმრობენ მეღვინეობებს, ხვდებიან მეღვინეებს და ადგილზე ეცნობიან ქვეყნის მეღვინეობის მრავალფეროვნებას. ეს მათ საშუალებას აძლევს უკეთ გაიაზრონ ქართული ღვინის, მისი ისტორიისა და კულტურის უნიკალურობა.
ნანახია: 9
მსგავსი სიახლეები
clickss