IWSC ტოპ 10 ახალგაზრდა მეღვინეს გამოავლენს
საერთაშორისო ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსი (IWSC 2027), რომელიც წელს პირველად იმერეთის რეგიონში გაიმართება, „ტოპ 10 ახალგაზრდა ქართველ მეღვინეს“ დააჯილდოვებს. გამარჯვებულები IWSC-ის ღონისძიებაზე წარმოდგენილი ღვინოების შეფასების ქულების მიხედვით გამოვლინდებიან.
„ტოპ 10 ახალგაზრდა ქართველი მეღვინის" ჯილდო საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ღვინის ინდუსტრიის დინამიური განვითარების ხელშეწყობისა და ახალგაზრდა ნიჭიერი პროფესიონალების გამოვლენის მიზნით შეიქმნა, რომელიც გურჯანის ღვინის ფესტივალთან თანამშროლობით ხორციელდება. ჯილდო განკუთვნილია 35 წლამდე ასაკის მეღვინეებისათვის, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ღვინო IWSC-ის საერთაშორისო კონკურსზე წარადგინონ და საერთაშორისო აღიარება მოიპოვონ. ჯილდოს მიზანს ახალი თაობის მეღვინეების მხარდაჭერა და მათი ღვინის საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობა წარმოადგენს.
რეგისტრაცია შესაძლებელია IWSC Georgia-ს ონლაინ პლატფორმაზე 10 ნოემბერის ჩათვლით, სადაც მსურველები განაცხადს წარადგენენ. გამარჯვებულები გამოვლინდებიან IWSC-ის ღონისძიებაზე წარმოდგენილი ღვინოების შეფასების ქულების მიხედვით. პროცესი გამჭვირვალე და სამართლიანია, რადგან ეფუძნება მონაწილეთა დამსახურებას და ხელს უწყობს საერთაშორისო აღიარებას. „ტოპ 10 საუკეთესო ახალგაზრდა მეღვინის“ სახელები კონკურსის დასრულების შემდეგ 27 ნოემბერს გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ,რომ 2025 წელს ჟიურის წევრებმა 400-ზე მეტი ქართული ღვინო დააგემოვნეს, უკეთ გაეცნენ როგორც ქვევრის, ისე ევროპული ტექნოლოგიით დაყენებულ ნიმუშებს, შეაფასეს მათი უნიკალური ნიშან-თვისებები და ადგილობრივი ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნება. აღმოაჩინეს შთამბეჭდავი ხარისხის ღვინოები, რომლებიც აერთიანებდნენ როგორც საქართველოს უძველეს მეღვინეობის ტრადიციებს, ასევე თანამედროვე მომხმარებელთა ტენდენციების გათვალისწინებას.
კონკურსში მონაწილეობისთვის ეწვიეთ ბმულს
https://iwsc.net/iwsc-2027-wine-and-spirit-judging-in
IWSC საქართველოში
2027 წლის ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსი საქართველოში, რომელიც საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და გურჯაანის ღვინის ფესტივალთან პარტნიორობით ეწყობა, პირველად იმერეთის რეგიონში, ქუთაისში ჩატარდება და ჟიურის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, ქართული ღვინის მრავალფეროვნება დასავლეთ საქართველოს მაგალითზე აღმოაჩინონ. 23-28 ნოემბერს კონკურსის ფარგლებში ჟიურის წევრები ეწვევიან ადგილობრივ მარნებს, გაეცნობიან რეგიონის ღვინის კულტურას, ტრადიციებსა და თანამედროვე მეღვინეობის გამოცდილებას. შეფასების შედეგები 2026 წლის 7 დეკემბერს გამოცხადდება. მონაწილეთა
ტრადიციულად, IWSC საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდს ჩამოიყვანს, რომელთა შორის იქნებიან დიდი ბრიტანეთის წამყვანი ღვინის დიერები, სომელიეები, იმპორტიორები და დისტრიბუტორები. მათი გამოცდილებითა და ცოდნით კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება.ჟიურის შემადგენლობას IWSC-ის გამოცდილი მსაჯი, Michelin-ის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნის Trivet-ის დამფუძნებელი და დირექტორი ისა ბალი (Isa Bal MS) უხელმძღვანელებს, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია და განვითარებადი რეგიონების აქტიური მხარდამჭერია. ღვინის დანარჩენი მსაჯების, ისევე როგორც სპირტიანი სასმელების ჟიურის წევრთა ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
2022 წლიდან მოყოლებული, IWSC საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საერთაშორისო პროექტად ჩამოყალიბდა. პროექტის მთავარი მიზანია საერთაშორისო ექსპერტები უშუალოდ საქართველოში გაეცნონ ქართულ ღვინოს, მის ისტორიას, კულტურასა და მეღვინეებს. შეფასების პარალელურად, ჟიურის წევრები სტუმრობენ მეღვინეობებს, ხვდებიან მეღვინეებს და ადგილზე ეცნობიან ქვეყნის მეღვინეობის მრავალფეროვნებას. ეს მათ საშუალებას აძლევს უკეთ გაიაზრონ ქართული ღვინის, მისი ისტორიისა და კულტურის უნიკალურობა.
ინფორმაცია IWSC-ის შესახებ:
IWSC არის მეტი, ვიდრე კონკურსი. ეს არის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებსა და გამოცდილებაზე. ჩვენი მისიაა, მსოფლიოს საუკეთესო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამორჩევა პარტნიორების საჭიროებებისადმი ჩვენი პერსონალური მიდგომით. ჩვენ ვთავაზობთ ყოვლისმომცველ ბიზნეს მხარდაჭერას ჩვენი მსოფლიო დონის ექსპერტებით შემდგარი ქსელის მეშვეობით, რათა გავაერთიანოთ საერთაშორისო საზოგადოება, გავცვალოთ გამოცდილება და დავეხმაროთ მათ ზრდაში.
ჩვენ არა მხოლოდ ვაჯილდოვებთ საუკეთესოებს, არამედ ვეძებთ აღმოუჩენელ ტალანტებს და ვეხმარებით დიდ თუ მცირე პარტნიორებს, მიაღწიონ ამბიციურ მიზნებსა და გეგმებს.
კონკურსი დაარსდა 1969 წელს ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში. ჩვენი სტანდარტები, დეტალების მიმართ ყურადღება და მსოფლიო დონის გამოცდილება გამოგვარჩევს პარტნიორების, მწარმოებლების, დისტრიბუტორების, ინფლუენსერებისა და ექსპერტების თვალში.
Wine, spirits, knowledge, community. Since 1969
(R)
ნანახია: 73
მსგავსი სიახლეები
clickss