2026-10-21

13:02

3 თვეა, ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი ვარ. მირეკავს, მწერს, შეურაცხმყოფელ ვიდეოებს მიგზავნის. ვბლოკავ და ახალი ნომრიდან მირეკავს“ - მსახიობი ნინო მუმლაძე დახმარებას ითხოვს

21-10-2026 12:04

მსა­ხი­ობი ნინო მუმ­ლა­ძე სოცი­ა­ლურ ქსელ­ში დახ­მა­რე­ბას ითხოვს. მისი თქმით, უკვე სამი თვეა, უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი სხვა­დას­ხვა უცხო­უ­რი ნომ­რი­დან უკავ­შირ­დე­ბა, შე­უ­რა­ცხმყო­ფელ ვი­დე­ო­ებს უგ­ზავ­ნის, ემუქ­რე­ბა და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტე­რორს უწყობს. მსა­ხი­ო­ბი წერს, რომ თავ­დამ­სხმე­ლი დაბ­ლოკ­ვის შემ­დეგ ახა­ლი ნომ­რი­დან აგ­რძე­ლებს კონ­ტაქტს. მუმ­ლა­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თავს და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ზე რე­ა­გი­რე­ბა და რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა პო­ლი­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

"მჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა, ვარ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ადა­მი­ა­ნის­გან, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბაც არ ვიცი. მი­რე­კავს, მწერს და შე­უ­რა­ცხმყო­ფელ ვი­დე­ო­ებს მიგ­ზავ­ნის ძი­რი­თა­დად ღა­მის სა­ა­თებ­ში ვოთ­საფ­ზე, ვა­ი­ბერ­ში და ტე­ლეგ­რამ­ზე.

ყო­ველ ჯერ­ზე, როცა ვბლო­კავ ახა­ლი ნომ­რი­დან მი­რე­კავს და ყვე­ლა ნო­მე­რი იწყე­ბა +4 ინ­დექ­სით. რა თქმა უნდა, სა­ხეს არ აჩენს, თო­რემ უფრო მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბო­და მისი გა­მო­ჭე­რა. სულ თა­ვი­დან ძვე­ლი მე­გობ­რის ნომ­რი­დან და­მი­კავ­შირ­და ტე­ლეგ­რამ­ზე, მთხოვ­და დახ­მა­რე­ბას, მა­შინ­ვე ეჭვი შე­მე­პა­რა. რო­დე­საც ჩემ მე­გო­ბარს და­ვუ­კავ­შირ­დი, მი­თხრა, რომ ტე­ლეგ­რა­მი დიდი ხნის წინ გა­უ­ტე­ხეს და ასე მისი სა­ხე­ლით სთხოვს ფუ­ლად დახ­მა­რე­ბას მის მე­გობ­რებს.

რო­დე­საც თავ­დამ­სხმელს მივ­წე­რე, რომ ვიცი, მისი ტყუ­ი­ლის შე­სა­ხებ და ვურ­ჩევ თავი და­მა­ნე­ბოს, და­ი­წყო და­მუქ­რე­ბა, დამ­ცი­რე­ბა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტე­რო­რი ასე სხვა­და სხვა ნომ­რე­ბი­დან...

ეს გრძელ­დე­ბა უკვე 3 თვეა და ძა­ლი­ან ვარ შე­წუ­ხე­ბუ­ლი. თუ ვინ­მემ იცით იქ­ნებ მი­თხრათ რა შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­მოქ­მე­დო? ან რამ­დე­ნად ექ­ნე­ბა შე­დე­გი პო­ლი­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, რო­დე­საც ნომ­რე­ბი სხვა ქვეყ­ნის ინ­დექ­სე­ბით არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი? ასე­ვე თუ ვინ­მე სად­მე ჩემი სა­ხე­ლით ფუ­ლად დახ­მა­რე­ბას გთხოვთ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს ავად­მყო­ფი გწერთ".

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები