იტალიის სკოლებში ბურქასა და ნიქაბის ტარების აკრალვა და უცხოელი მოსწავლეების რაოდენობის შეზღუდვა იგეგმება
იტალია სკოლებში სახის დამფარავი სამოსის ტარების აკრძალვასა და კლასებში უცხოელი მოსწავლეების რაოდენობის შეზღუდვას გეგმავს,- Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა.
"მალე მინისტრთა კაბინეტს წარედგინება ზომა, რომელიც ლეგალურად განსაზღვრავს კლასში უცხოელი სტუდენტების მაქსიმალურ რაოდენობას. ის ასევე მოითხოვს, რომ იმ უცხოელი სტუდენტების მშობლებმა, რომლებსაც სერიოზული სირთულეები აქვთ სასკოლო სისტემაში ინტეგრაციის კუთხით, იტალიური ენა ისწავლონ და კრძალავს სკოლებში ბურქასა და ნიქაბს“, - განაცხადა მელონიმ თავისი პარტიის “იტალიის ძმების” ახალგაზრდული ფრთის ყოველწლიურ შეკრებაზე.
მისი თქმით, თუ კლასში მხოლოდ ერთი ბავშვია, რომელმაც იტალიური არ იცის, ის შეძლებს ენის შესწავლას და სწრაფ ინტეგრაციას თანაკლასელებისა და მასწავლებლების დახმარებით. თუმცა, თუ იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც ენა არ ესმით, დიდია, ან თუნდაც უმრავლესობას შეადგენს - “ეს უკვე აღარ არის ინტეგრაცია; ეს დაუდევრობაა“.
მელონის არ დაუკონკრეტებია, თუ რა იქნება უცხოელი მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობა კლასში. ამასან, მისი თქმით, ახალგაზრდა ქალები სკოლაში სახის დაუფარავად უნდა დადიოდნენ.
„სკოლაში სახის დაუფარავად უნდა იაროთ; იტალიაში კი ვერავინ, რაიმე რეალური თუ შესაძლო ტრადიციის სახელით, ვერ გადაწყვეტს, რომ ახალგაზრდა ქალმა საკუთარი თავი უნდა დამალოს“, - განაცხადა მელონიმ.
ცნობისთვის, კვლევითი ორგანიზაცია Fondazione ISMU-ს მონაცემებით, მოსწავლეები, რომლებიც იტალიის მოქალაქეები არ არიან, იტალიურ სკოლებში ჩარიცხულთა 11.6%-ს შეადგენენ.
ნანახია: 12
მსგავსი სიახლეები
clickss