დონალდ ტრამპი - ზელენსკის ვთხოვე, რუსეთში დიზელის საწვავის გადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყას
ზელენსკის ვთხოვე, რუსეთში დიზელის საწვავის გადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს, ირლანდიიდან აშშ-ში დაბრუნებისას, თვითმფრინავის ბორტზე განუცხადა.
„პრობლემა, რომელიც უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით მაქვს, იმაში მდგომარეობს, რომ ახლა დიზელის საწვავზე ფასები მნიშვნელოვნად იზრდება. დიზელის საწვავის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთიდან მოდის. რუსულ საწარმოებზე კი უკრაინის მხრიდან დარტყმები ხორციელდება. ვთხოვე პრეზიდენტ ზელენსკის, დიზელის საწვავის საწარმოებსა და გადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყას“, - განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, მსგავსი განცხადება დონალდ ტრამპმა ირლანდიაში კვირასაც გააკეთა.
„ზელენსკიმ უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის მარაგების განადგურება, უამრავი სხვა სამიზნეა, მაგრამ ნუ ურტყამთ დიზელის საწვავს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ნანახია: 61
მსგავსი სიახლეები
clickss