2026-09-10

13:06

"მივმართავ ქალბატონ მარიამ კუბლაშვილს და შესაბამის სამართლებრივ ორგანოებს" - ნატა ვიბლიანი განცხადებას ავრცელებს

10-09-2026 11:42

ნატა ვიბლიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მარიამ კუბლაშვილსა და სამართლებრივ ორგანოებს მიმართავს.

"მინდა დავსვა კონკრეტული სამართლებრივი კითხვა: ჩემს გარდაცვლილ მამას, რომელიც 35 წლის წინ გარდაიცვალა, დღეს საჯაროდ ედება მძიმე ბრალდება ძალადობაში. მივმართავ ქალბატონ მარიამ კუბლაშვილს და შესაბამის სამართლებრივ ორგანოებს: რა სამართლებრივი საფუძვლით ხდება გარდაცვლილი პირის მიმართ, მისი გარდაცვალებიდან ათწლეულების შემდეგ, ასეთი მძიმე ბრალდებების დაყენება და გავრცელება?თუ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ამ ბრალდებას ადასტურებს, საზოგადოებას და, პირველ რიგში, გარდაცვლილის

შვილს, როგორც მის ახლო ნათესავს, აქვს უფლება იცოდეს:

1. რა სამართლებრივ პროცედურაში ხდება ამ საკითხის განხილვა;

2. რა მტკიცებულებებს ეფუძნება აღნიშნული ბრალდება;

3. ვის აქვს სამართლებრივი უფლებამოსილება გარდაცვლილი პირის მიმართ ასეთი ბრალდების საჯაროდ დაყენებისა და გავრცელების;

4. როგორ არის დაცული გარდაცვლილი ადამიანის სახელი, პატივი და ღირსება;

5. და რა სამართლებრივი დაცვის საშუალება მაქვს მე, როგორც მის შვილს, თუ მიმაჩნია, რომ ჩემი გარდაცვლილი მამის პატივი და ღირსება უკანონოდ ილახება?საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 19-ე მუხლი პირდაპირ ითვალისწინებს გარდაცვლილის სახელის, პატივის, ღირსებისა და სხვა პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვას სიკვდილის შემდეგ.ამიტომ ჩემი მოთხოვნა არ არის ვინმეს წინასწარ დამნაშავედ გამოცხადება.ჩემი მოთხოვნაა კანონის დაცვა.თუ არსებობს სამართლებრივი საფუძველი - წარმოადგინეთ იგი.

თუ არსებობს მტკიცებულება - შეფასდეს კანონით დადგენილი წესით. მაგრამ თუ ჩემი გარდაცვლილი მამის წინააღმდეგ ვრცელდება მძიმე ბრალდებები შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლისა და დასაბუთების გარეშე, მე, როგორც მის შვილს, მაქვს უფლება მოვითხოვო მისი სახელის, პატივისა და ღირსების დაცვა.

ჩემი მამა დღეს ცოცხალი აღარ არის და საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია. ამიტომ მე ვსვამ ამ კითხვას მის ნაცვლად:ვინ და რა სამართლებრივი საფუძვლით აყენებს 35 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანის მიმართ ასეთ მძიმე ბრალდებას?

მე ვითხოვ არა ემოციით, არამედ კანონის საფუძველზე პასუხს,- წერს ნატა ვიბლიანი.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები