ეკა კუპატაძე - მოგიკვდეს დედა"-თქო — ამასაც ვერ ვამბობ. არ მცალია სიკვდილისთვის, შვილის მკვლელებს და მათ ოჯახებს ვჭირდები ჯერ
08-09-2026 10:15
დემეტრე კასრაძე ხომ გახსოვთ? ჰო, აი ის, გიგას სიკვდილს აჟიტირებული რომ ელოდებოდა! (ისევ დავდებ მისი მესიჯის სქრინს, რომელიც გაბაშვილს გაუგზავნა.)
ირაკლი სულაბერიძეც ხომ იცით? დიღმის ჩხუბების კადრები რომ გაავრცელა პროკურატურამ, იქ ჩანს — წითელმაისურიანი მხეცი. ამოწმებს, მსხვერპლი გაითიშა უკვე თუ კიდევ უნდა გააგრძელონ წიხლებით ძალადობა.
ოდა, მაგათი სასამართლო პროცესია დღეს, 13:00 სთ-ზე. მოწმის სახით ვარ დაბარებული. ყველა მოძალადემ უნდა მოისმინოს წაყენებული ბრალის მაქსიმალური სასჯელი, რომ მოსახლეობა გაიფილტროს მათგან, ვისთვისაც ეს ნორმაა!
სხვა თუ ვერა, დიდი დიღომი მაინც იხსნა გიგა ავალიანმა.
მოგიკვდეს დედა"-თქო — ამასაც ვერ ვამბობ. არ მცალია სიკვდილისთვის, შვილის მკვლელებს და მათ ოჯახებს ვჭირდები ჯერ!" | წერს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში და დაკავებული დემეტრე კასრაძის მიმოწერას აქვეყნებს.
ნანახია: 136
მსგავსი სიახლეები
clickss