კიევში რუსული თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
რუსულმა ძალებმა კიევს რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი შენობები და საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა შვიდი.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დედაქალაქზე 8 სექტემბრის ღამეს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ნგრევა და ხანძარი ქალაქის სულ მცირე ხუთ რაიონში დაფიქსირდა.
სოლომენსკის რაიონში ადამიანები ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობაში იყვნენ ჩარჩენილები. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა 10 ადამიანის გადარჩენა მოახერხა, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ნანახია: 47
მსგავსი სიახლეები
clickss