Amazon-ის სატვირთო თვითმფრინავმა მაიამის აეროპორტში კატასტროფა განიცადა, დაიღუპა 5 ადამიანი
Amazon Prime Air-ის სატვირთო თვითმფრინავი მაიამის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმფრინავი ადგილზე მყოფ რამდენიმე ავტომობილსაც შეეჯახა.
ავიაკატასტროფის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
Boeing 767-300 სატვირთო თვითმფრინავმა კატასტროფა პუერტო რიკოს ქალაქ სან ხუანში მდებარე, ლუის მუნიოს მარინის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, ადგილობრივი დროით 14:00 საათამდე განიცადა.
ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭომ განაცხადა, რომ მომხდარის გამოსაძიებლად თავმჯდომარის, ჯენიფერ ჰომენდის ხელმძღვანელობით ჯგუფი გაგზავნა და ორშაბათს მაიამიში პირველ პრესკონფერენციას გამართავს.
„ამაზონი კვლავ აგროვებს დეტალებს მომხდარის შესახებ. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ოფიციალურ პირებთან, რათა ზუსტად გავიგოთ, რა მოხდა“, - განაცხადა კომპანიის პრესსპიკერმა, კელი ნანტელმა.
Boeing-მა და „21 Air“-მა განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერენ მთავრობის მიერ ავიაკატასტროფის გამოძიებას.
ნანახია: 54
მსგავსი სიახლეები
clickss