რუსებმა ოდესას დაარტყეს, არიან დაშავებულები
02-09-2026 10:13
რუსულმა ძალებმა ოდესაზე მასშტაბური იერიში მიიტანეს,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი ბავშვი.
„რთული ღამე იყო ოდესისთვის. მტერმა ქალაქზე კიდევ ერთი მასშტაბური შეტევა განახორციელა. დაზიანდა ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა ლისაკმა.
ოდესის ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქში 24-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ოფისები და სასწავლო დაწესებულებები დაზიანდა.
ნანახია: 45
მსგავსი სიახლეები
clickss