2026-08-31

14:14

გურჯაანის ფესტივალის ათწლიანი ისტორია და თანამედროვე მემკვიდრეობა ერთ სივრცეში

31-08-2026 13:04

გურჯაანის ღვინის ფესტივალი საიუბილეო წელს აღნიშნავს – კახეთის მთავარი მოვლენა 10 ოქტომბერს გაიმართება

წელს გურჯაანის ღვინის ფესტივალს მეღვინეობის ქალაქ  უცვლელ ადგილას, ახტალას პარკში   10 ოქტომბერს უმასპინძლებს. კახეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა წელს საიუბილეო თარიღს აღნიშნავს და 10-წლიან ისტორიას ათასობით სტუმართან, მეღვინესა და ქართული ღვინის გულშემატკივართან ერთად იზეიმებს.

ფესტივალი კვლავ გააერთიანებს სხვადასხვა გემოსა თუ ფერის, მშრალი თუ ნახევრად ტკბილი, ახლად დადუღებული თუ წლებით დავარგებულ ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელების მწარმოებლებს. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნება სასიამოვნო მუსიკის ფონზე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად საინტერესოდ გაატაროს დრო.

საიუბილეო წელს ფესტივალის მთავარი თემა და გზავნილი „თანამედროვე მემკვიდრეობაა“ – იდეა, რომელიც 8000-წლიან ქართულ მეღვინეობასა და დღევანდელ თაობებს შორის უწყვეტ კავშირს უსვამს ხაზს. სწორედ ამ მემკვიდრეობის ნაწილია ქართული ღვინო, სტუმარ-მასპინძლობის კულტურა, მრავალხმიანობა და ის ისტორიები, რაც ყოველწლიურად გურჯაანში იქმნება.

„ათი წლის წინ ყველაფერი დიდი ენთუზიაზმითა და ერთი იდეით დაიწყო. დღეს კი გურჯაანის ღვინის ფესტივალი უკვე ტრადიციაა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს, ახალ ისტორიებს ქმნის და განსაკუთრებულ მოგონებებს ტოვებს. გურჯაანის ღვინის ფესტივალი სწორედ, ამ უწყვეტი ისტორიის გაგრძელებაა – ადგილი, სადაც ქართული ტრადიცია ყოველწლიურად ცოცხლდება და წელს, თანამედროვე მემკვიდრეობა  კიდევ ერთხელ გაგვაერთიანებს,   აღნიშნავენ  ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფში.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანია უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები