რუსეთში, დრონების შეტევის შემდეგ, კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
25-08-2026 09:58
დრონებით თავდასხმის შედეგად კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დრონებით თავდასხმა აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა.
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა ადგილობრივმა ხელისუფლებამაც დაადასტურა.
ქარხნის ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო სამსახურები მუშაობენ.
ნანახია: 24
მსგავსი სიახლეები
clickss