2026-08-24

17:24

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 10 სამხედრო დაბრუნდა

24-08-2026 16:44

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტყვეების მორიგი გაცვლის შედეგად სამშობლოში 10 უკრაინელი დამცველი დაბრუნდა, რომლებიც აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

პრეზიდენტის განცხადებით, გათავისუფლებულ სამხედროებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სასაზღვრო სამსახურის მებრძოლები.

ზელენსკის თქმით, უკრაინული მხარე განაგრძობს აქტიურ მუშაობას პარტნიორებთან და შესაბამის უწყებებთან, რათა რუსეთის ტყვეობიდან ყველა უკრაინელი მოქალაქისა და სამხედროს დაბრუნება უზრუნველყოს. ადგილზე გათავისუფლებულებს უკვე უწევენ საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები